in , ,

გარეთ კითხვა თვალებისთვის სასარგებლოა

აუზთან, სანაპიროზე თუ მზიან პარკში – ბევრ ჩვენგანს უყვარს გარეთ კითხვა. ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ გარეთ, მზის სინათლის ქვეშ კითხვა თვალებისთვის გაცილებით უკეთესია. 

მეცნიერთა განმარტებით, გარე განათება და მზის სხივები კონტრასტულ დონეს აუმჯობესებს და კითხვას გვიადვილებს. 

ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოპტომეტრიის კოლეჯის მკვლევრებმა გადაწყვიტეს, სინათლის სხვადასხვა პირობაში კითხვის სარგებელს გასცნობოდნენ. 

ექიმი ჰამედ რაჰიმი-ნასრაბადმა განაცხადა, რომ „სინათლის რაოდენობა ჩვენს ვიზუალურ სამყაროში ყოველთვის იცვლება“ და რომ, კვლევების თანახმად, დამტკიცებულია, თუ რამდენად სასარგებლოა ნათელი შუქის ქვეშ კითხვა თვალებისთვის, ვინაიდან ვიზუალური კონტრასტის ზრდა ადამიანის ტვინს ასტიმულირებს.

წყარო: www.dailymail.co.uk

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

აშშ-ის ტოპ 25 სასტიპენდიო პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებისთვის

#სტარტაპი „გადაიღე“ – ყველაფერი, რაც შენი ბიზნესის სწორ მარკეტინგს გამოადგება