in

აშშ-ის ტოპ 25 სასტიპენდიო პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები განათლების ხარისხით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, სადაც დაახლოებით, 5 300 კოლეჯი და უნივერსიტეტია რეგისტრირებული.

მათთვის კი, ვისი მიზანიც ამერიკაში განათლების მიღებაა, ეს სტატია ნამდვილად დააინტერესებს – გთავაზობთ 25 საუკეთესო სასტიპენდიო პროგრამას საერთაშორისო სტუდენტებისთვის.

აშშ-ის მთავრობის სტიპენდია

Fulbright პროგრამა უცხოელი სტუდენტებისთვის:

ეს პროგრამა განკუთვნილია მაგისტრისა და დოქტორანტურის ხარისხის მოპოვების მსურველთათვის და სრულიად ფინანსდება. ამ სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა 150 ქვეყნის სტუდენტს ეძლევა, მხოლოდ პროცედურებია განსხვავებულია.  

Humprey-ის სტიპენდიის პროგრამა:

ეს პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებს 150 ქვეყნიდან შესაძლებლობას აძლევს 1 წლის განმავლობაში ისწავლონ ამერიკაში ხარისხის მოპოვების გარეშე. გამოცდილება და ლიდერის თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია.

აშშ-ს კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სია, რომლებიც სტიპენდიას გვთავაზობენ:

ამერიკის უნივერსიტეტის სტიპენდიები: ეს სტიპენდიები ბაკალავრის ხარისხისთვის არის განკუთვნილი და სრულიად აფინანსებს საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც მშობლიურ ქვეყანაში იღებენ საშუალო განათლებას.

Amherst College სტიპენდიები: ეს კოლეჯი ფინანსურ დახმარებას უწევს სტუდენტებს, რომლებიც საკუთარ კოლეჯებში სწავლობენ. „დახმარების პაკეტი“ ჰქვია პრიზს, რომელსაც კოლეჯი გასცემს.

Berea College სტიპენდიები:  ეს კოლეჯი 100%-იან სტიპენდიას აძლევს საერთაშორისო სტუდენტებს, რომელებიც სწავლების პირველ კურსზე არიან.

Clark University სტიპენდიები: Clark-ის გლობალური სტიპენდია ყველა ეროვნების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი.

Colby-Sawyer Colledge სტიპენდიები: ეს სტიპენდიები დამსახურებაზე არის დაფუძნებული. სტიპენდიის მოცულობა აკადემიურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული და 15 ათასი დოლარიდან 28 ათას დოლარამდე მერყეობს.

Columbia College სტიპენდიები: ეს სტიპენდიები გამორჩეული საერთაშორისო სტუდენტებისთვისაა. შერჩეული სტუდენტს სწავლის საფასური 15-დან 100%-მდე შეუმცირდება შეფასების შესაბამისად.

Concordia College სტიპენდიები: კონკორდიის ბრწყინვალების საერთაშორისო სწავლების ჯილდო არის სწავლის საფასურის გადახდა. დაახლოებით, 39,280 დოლარის ოდენობით.

Dartmouth College სტიპენდიები: ეს კოლეჯი გასცემს სესხებს საერთაშორისო სტუდენტებზე, რომლებსაც ამერიკაში დასაქმების შედეგად შეუძლიათ, რომ თანხა დააბრუნონ.

East Tennesse State University: სტიპენდიის ღირებულება ყოველ წლიურად 12,500 დოლარია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, ხოლო 11,500 მაგისტრანტებისთვის.

East West Center: ეს არის სამაგისტრო ან სადოქტორო სტიპენდია სტუდენტებისთვის აზიის, წყნარი ოკეანისა და აშშ-ს სტუდენტებისთვის. ეს სტიპენდია Huawei-ს უნივერსიტეტისთვისაა.

Emory College სტიპენდიები: ფინანსურ დახმარებას აძლევს საერთაშორისო სტუდენტებს.

Illinois College University სტიპენდიები: ეს სტიპენდია კვალიფიციური საერთაშორისო სტუდენტებისთვისაა, რომლებმაც კარგი შეფასება მიიღეს მისაღებ გამოცდებში. ჯილდო 16,000 დოლარიდან 30,000 დოლარამდე მერყეობს.

Iowa State University International დამსახურების სტიპენდია: სტიპენდია 3000 დოლარიდან 10,000 დოლარამდე მერყეობს და სტუდენტის დამსახურებაზეა დამოკიდებული.

Michigan State University საერთაშორისო სტიპენდიები: ეს სტიპენდიები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვისაა, თუმცა ხარჯების მხოლოდ ნაწილს ფარავს.

New York University Wagner სტიპენდიები: ეს უნივერსიტეტიც სრულ დაფინანსებას იძლევა და 25,000 დოლარიდან 45,000 დოლარამდე მერყეობს.

Oregon University სტიპენდიები: 30-40 სტუდენტს აჯილდოებს სტიპენდიით, რომელიც 7,500 დოლარიდან 30,000 დოლარამდე მერყეობს.

Wesleyan University სტიპენდიები: ეს სრული 4 წლიანი სასწავლო პროგრამაა აზიელი სტუდენტებისთვის.

University of the West სტიპენდიები: კარგი შეფასების მქონე სტუდენტებს ეძლევათ პრეზიდენტისა და დეკანის სახელობის სტიპენდიები.

Hansen-ის სტიპენდია აშშ-ში 2021: განკუთვლინილია სამივე საფეხურის საერთაშორისო სტუდენტებისთვის.

Chicago University სტიპენდიები: ეს სტიპენდია სწავლის საფასურს ფარავს. კარგი სტუდენტებისთვის კი ყოველწლიურად 10,000 დოლარს გამოყოფს.

ორგანიზაციები:

Joint Japan World Bank Graduate სტიპენდიები: სტიპენდიებს გასცემს სტუდენტებზე ამერიკის, ევროპისა და იაპონიის უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

AAUW საერთაშორისო სტიპენდიები: არა ამერიკელი სტუდენტებისთვისაა, რომლებსაც სწავლის გაგრძელება ამერიკაში სურთ.

Aga Khan Foundation საერთაშორისო სტიპენდიის პროგრამა: ეს პროგრამა 50%-იან გრანტსა და 50%-იან სესხს იძლევა ამერიკაში სწავლის სურვილის მქონე სტუდენტებისთვის.

მოამზადა ლიკა ერისთავმა

წყარო: https://opportunitydesk.info

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ქართულმა ფილმმა „დასაწყისი“ საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა

გარეთ კითხვა თვალებისთვის სასარგებლოა