15-49 წლები ქალისთვის რეპროდუქციული წლებია და ამ პერიოდში HIV ინფექციისგან გარდაცვალების რისკიც საკმაოდ მაღალი.
ვაგინალური ბეჭედი კი სერიოზულ იმედებს იძლევა, როგორც არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად, ისე HIV ინფექციის გამომწვევი ვირუსით დაინფიცირებით.
ჯერ კიდეც ძველ ეგვიპტეში ქალები საშოში ნიანგის ნარჩენებსა და მჟავე რძეს ითავსებდნენ ორსულობის თავიდან ასაცილებლად. საბედნიეროდ, მას შემდეგ ფეხმძიმობის კონტროლის საშუალებები საკმაოდ განვითარდა და სხვადასხვა სახის კონტრაცეპტივის არჩევანიც არსებობს, აბებიდან და პატჩებიდან დაწყებული – იმპლანტებითა და ნემსით დამთავრებული.
ვაგინალური ბეჭედი ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო კატეგორიაში შედის. ვაგინაში მოთავსებისას ის გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც ოვულაციის პრევენციას ახდენს სამი კვირის განმავლობაში. ამ ბეჭდის მოშორების შემდეგ ქალს ჩვეულებრივ ეწყება ციკლი, რომლის დასრულებისასაც ახალი ბეჭდის გაკეთებაა შესაძლებელი.
ეს მეთოდი ბევრი ქალისთვის საკმაოდ მოსახერხებელი იქნება, ვიდრე აბები და დაფეხმძიმების სურვილის შემთვევაში მისი გამოყენების შეწყვეტაც გაცილებით უფრო მარტივი.
HIV პრევენცია
ქალს გაცილებით ნაკლები მექანიზმი აქვს HIV ინფექციისგან თავის დასაცავად, ვიდრე არასასურველი ფეხმძიმობისგან.
HIV ინფექციისგან თავდაცვის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს, ესენია: პერორალური წამალი PrEP, რომლის ყოველდღიური მიღებაც აუცილებელია და PrEP ინექცია – თვეში ერთხელ, რომელიც აშშ-ში, კანადასა და ევროკავშირში გამოსაყენებლად არის დამტკიცებული.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიაზაციამ (The WHO) რეკომენდაცია გასცა ვაგინალური ბეჭდის გამოყენების თაობაზე, რომელიც HIV ინფექციაზე მიმართულ დაპივირინს ათავისუფლებს.
ბეჭედი ქალმა ყოველ 28 დღეში უნდა შეიცვალოს. მართალია, ბეჭედი სხვა კონტრაცეპტივების მსგავს დაცვას უზრუნველყოფს, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ მას შეუძლია HIV ინფექციით დაინფიცირების რისკი 35%-ით შეამციროს.
დაცვა „ორი ერთში“
კვლევისას 25-მა ქალმა გამოიყენა ვაგინალური ბეჭედი 90 დღის განმავლობაში, ზოგი მათგანი 90 დღით იტოვებდა ბეჭედს, ზოგიც – ერთი თვის განმავლობაში ორი დღით იშორებდა მას.
სისხლდენა ორივე ჯგუფში თითქმის ერთნაირი იყო და კვლევის დროს რაიმე სერიოზული უსაფრთხოების პრობლემა არ გამოვლენილა. ორსულობისგან დასაცავად ლევონორგესტელის დონეც საკმაოდ მაღალი იყო ორივე ჯგუფში.
ბეჭედი შესაძლოა საჭიროებდეს დამატებით სამუშაოებს დიზაინზე, თუმცა კვლევების შედეგები დიდ იმედებს იძლევა.
წყარო: Freethink.com
Loading…