in

Amazon-ის ახალი შტაბები, რომლებიც საზოგადოებას Poop Emoji-ს აგონებს

Amazon-მა შტატ ვირჯიანიაში, არლინგტონში წარადგინა ახალი შტაბის დიზაინი, რომელიც სხვა შენობების ფონზე საკმაოდ გამოირჩევა.

ეს არის ხეებით დაფარული მრგვალი მინის კოშკი, რომელიც ქალაქის ჰორიზონტის ყველაზე მაღალ წერტილზე ადის. Amazon ამ შენობას „The Helix“ უწოდებს, რადგან მისი ფორმა კორპსაძრობს ჰგავს, შთაგონება კი – „ორმაგი სპირალის ბუნებრივი სილამაზე“ არის.

აღსანიშნავია, რომ ამ შენობის ფორმას poop emoji-ის ვიზუალსაც ადარებენ.

შენობაში მრავლად იქნება „ალტერნატიული სამუშაო სივრცე“, რომლის გამოყენებაც Amazon-ში დასაქმებულებს შეეძლებათ. შენობის გარშემო არსებულ სპირალურ ბილიკზე, რომელიც ადგილობრივი მცენარეებით იქნება მოფენილი, შესაძლებელი იქნება ფეხით გადაადგილება. The Wall Street Journal-ის თანახმად, შენობა 350 მეტრი სიმაღლის იქნება.

„The Helix“-ის შენობა ჯერ მხოლოდ შეთავაზებაა Amazon-ისგან, მას ადგილობრივი თანხმობის მიღება დასჭირდება.

Amazon-ის არლინგტონის შტაბის მშენებლობის პირველი ეტაპი 2019 წლის დეკემბერს დამტკიცდა. ახლა კი 22-სართულიანი კოშკის მშენებლობა მიმდინარეობს.

წყარო: theverge.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რა არის ვაგინალური ბეჭედი?

სოციალურმა ქსელმა Parler აღმასრულებელი დირექტორი ჯონ მატცე გაათავისუფლა