in

სოციალურმა ქსელმა Parler აღმასრულებელი დირექტორი ჯონ მატცე გაათავისუფლა

პლატფორმის, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს აშშ-ს უკიდურეს მემარჯვენეებში, მომავალი უცნობია.

ჯონ მატზემ Parler-დან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია Reuter-თან გაგზავნილ წერილში დაადასტურა.

სოციალური ქსელი Parler 2018 წელს დაფუძნდა და „სიტყვის თავისუფლებით“ მოტივირებულ პლატფორმას წარმოადგენდა. ამ სოციალურმა ქსელმა კონსერვატორ მომხმარებლებში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.  

2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, პლატფორმა იძულებული გახდა, შეეწყვიტა ფუნქციონირება. ამის შემდეგ Parler-მა ნაწილობრივ შეძლო ონლაინ დაბრუნება რუსეთის საკუთრებაში არსებული ტექნოლოგიური კომპანიის დახმარებით.

ჯონ მატცემ, რომელიც თავს ლიბერტარიანელად მიიჩნევს, Parler დააფუძნა როგორც ძირითადი სოციალური ქსელების ალტერნატიული პლატფორმა, თუმცა მალევე ამ ქსელში მრავლად გამოჩნდნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერები.

Parler-ის საქმიანობასა და მის როლს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში FBI გამოიძიებს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Amazon-ის ახალი შტაბები, რომლებიც საზოგადოებას Poop Emoji-ს აგონებს

ინსტაგრამი Tiktok-ს ჰბაძავს – სთორების ვერტიკალურად ნახვის ახალი ფუნქცია