in

მულტიმილიონ დოლარად შეფასებული მგზავრობა კოსმოსში

SpaceX-ის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ბოლოს კოსმოსში პირველი სამოქალაქო ფრენა შესრულდება. 

Shift4 Payments-ის დამფუძნებელმა, ჯარედ ისააკმანმა მულტიმილიონ დოლარად შეფასებული ფრენისთვის ბორტზე სამადგილიანი ბილეთი შეიძინა და ეს თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. 

ოთხი ადამიანისგან შემდგარი ექსპედიცია SpaceX-ის Dragon-ით შესრულდება და რაკეტა წლის ბოლოს ფლორიდიდან, NASA-ს კოსმოსური ცენტრიდან გაფრინდება. ფრენის ხანგრძლივობა და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ დღეში შემოივლის რაკეტა დედამიწის ორბიტას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

SpaceX-ის სწავლებებისა და ტრენინგების გარდა, ისააკმენის გეგმის მიხედვით, ეკიპაჟი მთის ექპედიციაში წასვლას გეგმავს და იმედოვნებს, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება კოსმოსში გაფრენამდე. 

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს ექსპედიცია ერთმანეთის უკეთ გაცობისა და დაახლოების საშუალებას მმოგვცემს“ – განაცხადა ისააკმენმა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„ოქროს გლობუსის“ ნომინანტთა სია ცნობილია

PepsiCo და Beyond Meat მცენარეული საკვებისა და სასმელების საერთო წარმოებას იწყებენ