in ,

როგორ მოვიწყოთ ჩვენს სახლში „ჭკვიანი სახლის“ კომფორტი

დაგვეთანხმებით, რაც დრო გადის, უფრო სწრაფად ვითარდება ტექნოლოგია. ჩვენი ეპოქისთვის ტექნოლოგიურად ერთ-ერთ საინტერესო მიღწევას „ჭკვიანი სახლები“ წარმოადგენს.

რა არის „ჭკვიანი სახლი“?

ეს არის Smart ტექნოლოგიით შექმნილი სისტემა, რომელიც თქვენს საცხოვრებელში ინსტალირდება და გაძლევთ საშუალებას, სმარტფონის მეშვეობით მართოთ განათება, გათბობა, ელექტრო ჩამრთველები, ტექნიკა (მადუღარა, ტელევიზორი, აუდიო სისტემა…) და სხვა.

სამართავად სახლში არსებული ტექნიკისა და თქვენი სმარტფონის ინტერნეტთან (Wi-fi) დაკავშირებაა საჭირო. სახლში არყოფნისას, თუნდაც მსოფლიოს მეორე წერტილში იმყოფებოდეთ, მარტივად ამოწმებთ, ჩართული ხომ არ დაგრჩათ უთო, დაკეტეთ თუ არა ონკანი, ჩააქრეთ თუ არა სინათლე მისაღებ ოთახში… ან ოჯახის რომელი წევრია შინ თქვენი არყოფნისას.

სამსახურიდან სახლში მიმავალ გზაზე კი, შეგიძლიათ, სმარტფონზე თითის გადასმით დაახვედროთ თავს გემრიელი ყავა მადუღარაში ან ცხელი კერძი მულტიქვაბში.

როგორ მოვაწყოთ „ჭკვიანი სახლი“?

ბუნებრივია, მთლიანი სახლის ამ ტექნოლოგიით აღჭურვა მსუყე ფინანსებთანაა დაკავშირებული. თუმცა Smart-საცხოვრებლის კომფორტის მოწყობა ჭკვიანი ნივთების შეძენით მაინც შეგიძლიათ.

Venue. დღეს წარმოგიდგენთ რამდენიმე ნივთს, რომლებიც თქვენს ჩვეულებრივ სახლებს „ჭკვიან სახლებად“ გადააქცევს.

ჭკვიანი ჩამრთველი

ამ დენცქვიტას კონტროლი სწორედ რომ თქვენი სმარტფონითაა შესაძლებელი. შეგიძლიათ, აკონტროლოთ, როდის მიეწოდოს ელექტროენერგია, როდის გამოირთოს, რამდენ წუთში ჩაირთოს და ა.შ. მისი შეძენა 100 ლარის ფარგლებშია ხელმისაწვდომი.

ჭკვიანი ნათურა

მისი სინათლის დარეგულირება, ჩართვა/გამორთვა სმარტფონის დახმარებით შეგიძლიათ. იდეალური გამოსავალია, დასაძინებლად საწოლში მოკალათების შემდეგ ოთახში სინათლის ჩასაქრობად. ფასი – 60 ლარამდე.

ჭკვიანი ჩაიდანი

გაღვიძებისას, სანამ ბოლომდე გამოფხიზლდებით, ჩაიდანი ცხელ ყავას მოგიმზადებთ. მას შეუძლია, თქვენი სასმელი სასურველ ტემპერატურაზეც შეგინახოთ. ფასი – 200 ლარამდე.

ჭკვიანი მტვერსასრუტი

ეს მოწყობილობა დიასახლისების საუკეთესო მეგობარი გახდება. რობოტ მტვერსასრუტს მშრალი და სველი წმენდით დალაგება შეუძლია. რაც მთავარია, მხოლოდ ერთხელ მითითების შემდეგ დაალაგებს მთელ სახლს, დაწმენდს ხალიჩებს და დასატენადაც თავადვე გაეშურება. ქართულ ბაზარზე სმარტ-მტვერსასრუტების ფასი 400 ლარიდან იწყება.

ჭკვიანი ქვაბი

რადგან დიასახლისები ვახსენეთ, არ შეგვიძლია მულტიქვაბების შესახებ არ მოგითხროთ. ეს ჭკვიანი მოწყობილობა ხარშვის, ცხობის, შეწვის, ორთქლზე მომზადების საშუალებას გვაძლევს, რაც ყველაზე მთავარია – სმარტფონსაც უკავშირდება და ტაიმერის დაყენების ფუნქციაც აქვს. მისი დახმარებით სახლში დაბრუნებისას მუდამ დაგხვდებათ ახლად მომზადებული კერძი. მულტიქვაბის საშუალო საფასური 200-დან 400 ლარამდე მერყეობს.

სახლის უსაფრთხოების სისტემა

მოგზაურობისას, მივლინებისას ან უბრალოდ სამსახურში წასვლისას შეგრძნება, რომ სახლი დაცულია, სიმშვიდის გარანტიაა. ეს სენსორული ჭკვიანი მოწყობილობა ორი კომპონენტისგან შედგება – ძირითადი და მაგნიტური ნაწილები. მათი დამაგრება სახლის, ნებისმიერი ოთახის კარზე, ფანჯრებზე და უჯრებზეა შესაძლებელი. მათი გახსნის შესახებ კი მომენტალურად იღებთ შეტყობინებას, ხოლო ვიდეო მონიტორინგის მეშვეობით გადაადგილების მყისიერად დაფიქსირებაც შესაძლებელია. ჭკვიანი დაცვის სისტემის საფასური 350 ლარამდე აღწევს.

მოამზადა სალომე უსტარაშვილმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

თეკო მამალაძე – „სხვა გზა არ არის“

#ქვიზი გამოიცანი ფილმი კადრის მიხედვით