in ,

ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ – მეგრულად

ჯორჯ ორუელის ყველაზე ცნობილი ტექსტი „ცხოველების ფერმა“ რამდენიმე კვირაა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ერთ-ერთი გამომცემლობის მიერ მისი სახელის სხვა ვარიაციის შემოთავაზების გამო. თუმცა ამჯერად სულ სხვა ამბავს მოგითხრობთ.

ინგლისელი მწერლის აღნიშნულ რომანს ამჯერად ქართველურ ენაზე, მეგრულად ვიხილავთ. გამოცემის იდეის ავტორი „მარგალურ ნინაშ ასოციაციაა“ (მეგრული ენის ასოციაცია). თარგმანი ორიგინალი ტექსტიდან ასოციაციის დამფუძნებლის, გივი ქარჩავას შესრულებულია.

„ორინჯეფიშ ფერმის“ ყიდვა უკვე შესაძლებელია, როგორც მაღაზიებში, ასევე – ონლაინ.

ასოციაცია მიზნად ისახავს მეგრულ ენაზე ზრუნვასა და მის გადარჩენას. ამ მიზნით 2020 წლიდან გამოსცემს პირველ მეგრულეონოვან ჟურნალს „სქანი“ (შენი).

იხილეთ მსგავსი თემატიკის სტატია – მეგრულის თვითმასწავლებელი ქართულად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„სივრცე ქალური საუბრებისთვის“, სადაც კაცები არ დაიშვებიან

ფეხმძიმე ქალთა ვაქცინაცია Covid-19-ზე, შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს – რა უნდა ვიცოდეთ