დღესდღეობით ბევრი სტარტაპი იბრძვის იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს და ბაზარზე ადგილი დაიმკვიდროს. თუმცა, ხშირად დამფუძნებლები განვითარებას ვერ ახერხებენ, რადგან საკუთარ გუნდთან ურთიერთობა უჭირთ. ზოგჯერ მათ აქვთ განცდა, რომ კომპანია მხოლოდ მათია და არა მთლიანად გუნდის. მოდით, ამ სტატიით გავარკვიოთ, როგორი დამფუძნებელი ხარ შენ.
ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც კომპანიის გუნდი გრძნობს, რომ დამფუძნებლის იდეას იზიარებს, უკეთ მუშაობს, თანამშრომლობაცა და რისკებიც არ აშინებს. ხოლო, როდესაც გუნდის წევრებს შორის ერთიანობა არ არსებობს, ისინი დროთა განმავლობაში დემოტივაციას განიცდიან და არაპროდუქტიულები ხდებიან. საჭიროა, დაეხმარო გუნდს განვითარებაში.
რა შეიძლება გააკეთონ დამფუძნებლებმა იმისთვის, რომ თანამშრომლებს კოლექტიური საკუთრების გრძნობა გაუჩინონ? დამფუძნებლის რომელ კატეგორიას უნდა მიეკუთვნონ –
ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ბევრი კვლევა ჩატარდა და 500-ზე მეტი სტარტაპის დამფუძნებელთან ყოველდღიური მუშაობა გახდა საჭირო. ამ კვლევების თანახმად, არსებობენ რამდენიმე ტიპის დამფუძნებლები, როგორებიცაა: დელეგატორები, დიქტატორები და დიზაინერები.
როგორი დამფუძნებელი ხარ, თუ ხარ დელეგატორი. მათთვის მნიშვნელოვანი გუნდთან ურთიერთობაა. დელეგატორები თანამშრომლებს დავალების შესრულებას არ სთხოვენ. ისინი მათგან ინიციატივასა და განსხვავებული აზრის მოსმენას ელოდებიან.
მეორე ტიპის დამფუძნებლები დიქტატორები არიან და მათ ყოველთვის სურთ, ჰქონდეთ კონტროლის საშუალება.
ხოლო მესამე ტიპის დამფუძნებლები, დიზაინერები, წინა ორი ტიპის ნაზავი და დელიკატური ბალანსია.
თუ სტარტაპერი ხარ, გუნდის ჩართულობა აუცილებლად დაგჭირდება. არ გადაწყვიტო ყველაფერი დამოუკიდებლად. ამ ორ ცნებას შორის დელიკატური ბალანსის დაცვა იქნება საჭირო.
წყარო: hbr.org
მოამზადა ფატი გუგბერიძემ
Loading…