სოციალური მედიის პლატფორმა ინსტაგრამზე პირდაპირი შეტყობინებების მარეგულირებელ წესებს ამკაცრებს და ბლოკავს იმ ანგარიშებს, რომლებიც Instagram-ზე ონლაინ ძალადობის, ანუ შეურაცხმყოფელი პირადი შეტყობინებების გაგზავნაში არიან ბრალდებული.
შინაარსის პოლიტიკის ხელმძღვანელი ფაძაი მადზინგრია აცხადებს, რომ ონლაინ პლატფორმების მუდმივად ბოროტად გამოყენება „სამწუხაროა“.
პრემიერ ლიგის ფეხბურთელები, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედის მარკუს რაშფორდი და აქსელ ტუანზებე კვირების განმავლობაში შეურაცხმყოფელ მესიჯებს იღებდნენ.
„შეშფოთებული ვარ იმ ონლაინ ძალადობის გამო, რომელსაც ადამიანები, განსაკუთრებით კი ეს ფეხბურთელები უმკლავდებიან. იმედგაცრუებულები ვართ, როცა ვხედავთ მსგავსი ტიპის ქცევას“ – აცხადებს Facebook-ის შინაარსის პოლიტიკის ხელმძღვანელი.
ფეხბურთის ასოციაციამ მთავრობას მიმართა და განაცხადა, რომ სოციალური მედიის პლატფორმების მიმართ სასამართლო დავას დაიწყებენ და მორალური ზარალის ანაზღაურებისთვის მილიონობით ფუნტ სტერლინგს მოსთხოვენ.
წყარო: bbc.com
იხილეთ მსგავსი შინაარსის სტატია: Facebook ვაქცინის თემაზე დეზინფორმაციას წაშლის
Loading…