in , ,

4 გზა სმარტფონის კამერით პროფესიონალური ფოტოების გადასაღებად

თუ თქვენ ტელეფონის კამერით მხოლოდ სელფებსა და სწრაფ ვიდეოებს იღებთ, მისი შესაძლებლობების ნახევარსაც არ აკეთებთ. თქვენ შეგიძლიათ პროფესიონალური ფოტოების გადასაღებად ჩვენს შემოთავაზებულ ხერხებს მიჰყვეთ.

მაშინაც კი, თუ უახლესი სმარტფონი არ გაქვთ, ამ რჩევების საშუალებით საუკეთესო ხაირისხის ფოტო და ვიდეო მასალის მომზადება შეგიძლიათ.

გონივრულად განახლებული ოპერაციული სისტემების საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ ფართო ეკრანის სურათები, ჩაწეროთ ვიდეო სხვადასხვა სიჩქარით და ა.შ.

ასევე გასათვალისწინებელია იმ კამერის ზუსტი მახასიათებლები და პროგრამული უზურნველყოფა, რომელსაც იყენებთ. თუმცა, ამ ჩამონათვალში შეგიძლიათ იხილოთ რისი გაკეთება შეიძლება ისეთი კამერებით, როგორებიცაა: Goolge Camera Android და Apple Camera-ის აპლიკაცია iOS სისტემებისთვის.

  • დახმარებისთვის მიმართეთ ხმოვან ასისტენტს

Google Assistant შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც Android-ის სისტემის, ასევე iOS სისტემისთვის. ფოტო და ვიდეოს მასალის გადასაღებად და გამოსაქვეყნებლად ეს ერთ-ერთი ტაქტიკაა.

  • გამოიყენეთ პანორამის ფუნქცია

თუ გსურთ, რომ გადაიღოთ ფართო სურათი, რომელიც მთლიან ეკრანზე მოთავსდება, დამატებითი აპლიკაცია, ან უბრალოდ სმარტფონის ფართოკუთხოვანი ობიექტივი დაგჭირდებათ. ასეთი ფოტომასალის შექმნა კამერის პანორამული რეჟიმის დახმარებით არის შესაძლებელი, სადაც პროგრამა გადაღებული ფოტოების სერიას აერთიანებს და მათ ერთ დიდ სურათად წარმოადგენს.

  • დაამატეთ კინემატიკური ეფექტები

Google-სა და Apple-ის კამერის პროგრამულ უზრუნველყოფაში დამატებულია კინემატიკური ეფექტები, რომლის გამოყენება მარტივად არის შესაძლებელი. მაგალითისთვის, დროის შეცვლის სიჩქარე დაგეხმარებათ ლამაზად აღბეჭდოთ მზის ჩასვლა და ამოსვლა. ნელი მოძრაობის პარამეტრი ვიდეო კლიპში მოქმედების სიჩქარეს ამცირებს და მეტ დრამატულობას სძენს ვიდეომასალას.

  • დაიხმარეთ ინტერნეტი

Google Lens გამოსახულების ამოცნობის პროგრამაა, რომელიც სამუშაოდ ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. დიდი ალბათობით ეს პროგრამა თქვენს სმარტფონში უკვე არის და მოთავსებულია Google კამერაში. მათ, ვისაც iOS მოწყობილობა აქვს, მისი პოვნა Google Photos-ში ან Google აპლიკაციაში შეუძლია. 

წყარო: nytimes.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

გაცნობის აპლიკაცია Happn ვირტუალური ვალენტინობის დღეს The Crystal Maze-ის ფარგლებში მასპინძლობს

Facebook ონლაინ ძალადობის გამო ასობით ანგარიშს დაბლოკავს