იაპონური ფინანსური გამოცემა იტყობინება, რომ Apple-მა პარტნიორობა გააფორმა ტაივანში არსებულ Semiconductor Manufacturing Co.-სთან და OLED-ის ეკრანების წარმოება დაიწყო, რათა დაამზადონ „გაფართოებული რეალობის“ მოწყობილობები.
Apple -ის კოლაბორაცია ჩიპების ხანგრძლივ მომწოდებელთან, რომლებიც სმარტფონებსა და ტელევიზორებში გამოიყენება, ისევ გრძელდება.
ეს მოწობილობა ნაკლები ენერგიის გამოყენების საშუალებას იძლევა და პროდუქციას იდეალურს ხდის AR მოწყობილობებისთვის.
Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი თიმ ქუქი იტყობინება, რომ კომპანია AR-ის მიმართულებით დიდ ცვლილებებს გეგმავს.
მან ასევე განაცხადა, რომ ეს ისეთი ტექნოლოგიაა, რომელიც პოტენციურად ისეთივე მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, როგორც iPhone.
2019 წელს WWDC დეველოპერების კონფერენციაზე Apple-მა არაერთი პროდუქტი წარადგინა AR-ის გამოყენებით, მათ შორისაა Reality Composer.
წყარო: cnet.com
იხილეთ ამ კატეგორიის სხვა სტატიები
Loading…