in , ,

რამ განაპირობა გენიოსების წარმატება? – უახლესი სამეცნიერო დასკვნა

მითი „მარტოსული გენიოსების“ შესახებ დაკავშირებულია გენიოსი ადამიანების მიერ ინდივიდუალურად შესრულებულ შედევრებზე; თუმცა, ახალი კვლევების თანახმად, ირკვევა, რომ მათ უკან ურთიერთთანამშრომლობა იმავე გამოცდილებების გაზიარება იმალება.

დღეს, როდესაც მიქელანჯელოს, პიკასოს თუ მონდრიანის ნამუშევრებს ვხედავთ, ასოციაცია გვიჩნდება, რომ ეს მხოლოდ ამ გენიოსების შედევრებია; სინამდვილეში ფაქტები ადასტურებს, რომ, მაგალითად, მიქელანჯელოს სიქსტეს კაპელას შესრულების დროს ადამიანების გუნდი ჭერის მოხატვაში ეხმარებოდა.

ეს არამარტო ხელოვნებას, არამედ ტექნოლოგიებს, ბიზნესსა და ნებისმიერ წარმატებას ეხება.

Alfonso Montuori-სა და Ronald E Purser-ის კვლევები ამტკიცებს, რომ მითები თითქოს ბუნებრივი ტალანტი მხოლოდ ერთეულებშია და ისიც წარმოშობით ანგლო-საქსონ თეთრკანიან მამაკაცებში ჭარბობს, გამოგონილი მითებია. თვით ალბერტ აინშტეინიც კი, თავის გენიალურ იდეებს მხოლოდ მას შემდეგ ავლენდა, როდესაც სხვების გამოცდილებებისა და კვლევების შედეგებს თვითონ იკვლევდა. ის ვაკუუმში არ მუშაობდა, რამაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.

გენიოსები არიან მეცნიერული გარემოსა და დროის მონაკვეთის „პროდუქტები“. კრეატიულობა არის მხოლოდ ურთიერთკოლაბორაციაზე დაფუძნებული ცნება.

მკვლევრები მოგვიწოდებენ, რომ პანდემიის შეზღუდულ პირობებში, ვიყოთ მეტად აქტიურები – გავაზიაროთ აზრები და ვიყოთ კრეატიულები, რათა შთაგონებაში და იდეების დაბადებაში ერთმანეთს დავეხმაროთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რატომ ვაჭიანურებთ ყველაზე მარტივი დავალების შესრულებას?!

ვიდეოთამაში, რომელსაც მოთამაშის მოკვლა რეალურ ცხოვრებაშიც შეეძლება