in ,

თავაზიანი უარის ხერხები კარიერული წინსვლისათვის

მართალია თუ არა, რომ კარიერული წინსვლისათვის ერთადერთი გზა მენეჯერად მუშაობის გამოცდილებაა?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს სჯერა, ზემოხსენებული განცხადების ჭეშმარიტება, სინამდვილეში, ეს მითია.

რაც შეეხება კარიერულ წინსვლას, კვლევებმა აჩვენა, რომ პროგრესი ბევრი განსხვავებული გზით მიიღწევა. ავტორი ქეთი ბენკი პროგრესს ქსელის სტრუქტურას ადარებს და ამბობს, რომ მათემატიკურად უსასრულობა ნებისმიერი მიმართულებით ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს კარიერაში სწორხაზოვანი წინსვლა ეჩვენება მიმზიდველად, ამ დროს სხვები წარმატებას სწორედ რომ სწორხაზოვანი გზიდან გადახვევით აღწევენ.

წარმატების მიღწევა ორივე გზით შეიძლება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი მიღწევა გსურს. საქმე ისაა, რომ როდესაც საკუთარ საქმეში ნამდვილი ოსტატი ხარ, ადრე თუ გვიან, მეტად საპასუხისმგებლო პოზიციაზე გადასვლა მოგიწევს.

პარადოქსია, თუმცა მართალია, რომ შესაძლოა კარიერულმა წინსვლამ განვითარებაში ხელი შეგიშალოს.

რისკი იმისა, რომ მაღალ პოზიციაზე გადასვლამ, რას სხვებს “დიდ შესაძლებლობად” მიაჩნიათ, სამუშაოს მიმართ ინტერესი დაგიკარგოს, ეჭვქვეშ აგდებს ადამიანს და ხელს უშლის გადაწყვეტილების მიღებაში.

ნუ მისცემ ეჭვებს უფლებას, ხელი შეგიშალოს წარმატების მიღწევაში

თუ გადაწყვეტ, რომ მენეჯერობაზე უარი თქვა, შენი პასუხისმგებლობაა განსაზღვრო, რას ნიშნავს შენთვის წარმატების მიღწევა. შესაძლოა, უკვე გაქვს წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ ტრაექტორიას აირჩევ საკუთარ კარიერაში.

არ დაელოდო განსაკუთრებულ მომენტს და წინასწარ უთარი შენს მენეჯერს, რა გსურს. ამით უხერხულობასა და დაბნეულობას თავიდან ადვილად აიცილებ. მთავარია, ასეთი საუბრის დაწყებამდე სწორად გათვალო კარიერული წინსვლის გეგმა.

რა თქმა უნდა, ხშირად ისეც ხდება, რომ მაღალ პოზიციაზე გადასვლის შეთავაზება უეცრად მიიღო და არ გქონდეს საშუალება, წინასწარ დაელაპარაკო მენეჯერს იმაზე, თუ რა გსურს რეალურად.

რამდენიმე გზა არსებობს, თავაზიანად თქვა უარი შემოთავაზებულ წინადადებაზე და ამ ყველაფერმა შენს პროდუქტიულობაზე გავლენა არ იქონიოს. რაც მთავარია, მადლიერების გამოხატვა არ უნდა დაგავიწყდეს. Harvard-ის Business Review-ს რედაქტორი გირჩევს, რომ ასეთ შემთხვევაში პირდაპირი იყო. აუცილებელია მადლიერებასთან ერთად არც გრძნობების გამოხატვა დაგავიწყდეს და სწორად ჩამოაყალიბო ის მიზეზები, რის გამოც შემოთავაზებულ პოზიციაზე უარს აცხადებ.

მთავარია, მენეჯერს სწორად განუმარტო, რატომ ამბობ დაწინაურებაზე უარს და უთხრა, როგორი როლი გგონია საკუთარ თავზე უკეთ მორგებული. მსგავსი საუბრის მიზანი ისაა, რომ მენეჯერს კომპანიის გრძელვადიანი წარმატებისადმი ინტერესი დაანახო. მარტივად შეგიძლია სხვა თანამშრომლის კანდიდატურა შესთავაზო მენეჯერს და აუხსნა მიზეზები, თუ რატომ ფიქრობ რომ სხვა ადამიანი უკეთ შეძლებდა ამ გამოწვევისთვის თავის გართმევას. ისეთ შემთხვევაში, თუ სასწრაფო ალტერნატივას ეძებენ შეგიძლია, დროებით მოირგო ხელმძღვანელის როლი.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ერთი შეხედვით შენთვის მიმზიდველი იყოს, არ არის აუცილებელი შემოთავაზებას დათანხმდე.

მთავარია გახსოვდეს, რომ წარმატების მიღწევის უამრავი გზა არსებობს და საკუთარი კარიერული წინსვლისათვის ტრაექტორია შენვე განსაზღვრო. უბრალოდ დარწმუნდი, რომ მზად ხარ პოზიტიურად და პროდუქტიულად გადმოსცე ის, რაც გსურს.

წყარო: hbr.org

იხილეთ ამ კატეგორიის სხვა სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Facebook ონლაინ ძალადობის გამო ასობით ანგარიშს დაბლოკავს

Apple ახალი ეკრანის შემუშავებისთვის TSMC-სთან იწყებს პარტიორობას