in

#სტარტაპი „დესიელო“ – როცა თმაზე გამჭვირვალე ზეცა გიკეთია

„დესიელო“ ერთ-ერთი ქართული სტარტაპია, რომელიც ხელნაკეთი ნივთების, კერძოდ კი, თმის სამაგრების განსხვავებულად დახვეწილ ხაზს გვთავაზობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, თეონა კვიცაძემ გაგვიმხილა, პროექტზე მხოლოდ თვითონ მუშაობს და საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

Venue. „ჰაეროვანი აქსესუარების“ შესახებ მოგითხრობთ:

რა პროდუქტზე მუშაობს თქვენი სტარტაპი?

ახლა ვმუშაობ, ძირითადად, თმის ორიგინალურ და განსხვავებულ აქსესუარებზე.

როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა?

დავიწყებ იქიდან, რომ ყოველთვის ვიყავი ხელოვნებასთან ახლოს. პროფესიის მიუხედავად (ვარ რეაბილიტოლოგი) ყოველთვის ვხატავდი, ვქმნიდი სხვადასხვა ხელნაკეთ აქსესუარს, თუმცა ის კონტენტი, რასთანაც ეხლა მაქვს საქმე, სიმართლე გითხრათ, სრულიად მოულოდნელად გაჩნდა. მოგეხსენებათ, დღევანდელი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, თავისუფალი დრო უფრო მეტი იყო, ამიტომაც დროს ვუთმობდი საყვარელ საქმიანობას, შეიძლება ითქვას, პანდემიამ დადებითად იმოქმედა ჩემს შემთხვევაში.

რამდენი ადამიანი მუშაობთ პროექტზე?

ამ ეტაპზე ჯერჯერობით მარტო ვმუშაობ პროექტზე.

რას ნიშნავს თქვენი სტარტაპის სახელწოდება?

სახელზე ბევრს ვფიქრობდი, მინდოდა ყოფილიყო მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი. ვარიანტად რამდენიმე მქონდა შერჩეული, თუმცა საბოლოოდ არჩევანი შევაჩერე „დესიელო“-ზე, რომელიც ესპანური სიტყვაა და „ცას“ ნიშნავს. ჩემთვის ეს სიტყვა ასოცირდება ჰაეროვნებასთან, სინაზესთან, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩემს საქმიანობას და ჩემს ხელნაკეთ ნივთებს.

რა სირთულეები შეგხვდათ იდეის განხორციელებისას?

სირთულეების გარეშე არასდროს არაფერი გამოდის. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხვდა, თავიდან არ ვიცოდი, საიდან რა დამეწყო, როგორ დამეგეგმა ეს ყველაფერი და მერე როგორ განმეხორციელებინა. თუმცა შევძელი და ეს ეტაპი გადავლახე. ბარიერი ეხლაც ბევრია, თუმცა ეს არ მაჩერებს. ვსწავლობ, ვცდილობ განვვითარდე და, რაც მთავარია, ეს მსიამოვნებს, უფრო მეტი ენთუზიაზმით ვუდგები ამ ყველაფერს, მაშინ განსაკუთრებით, როცა შედეგს ვხედავ.

როგორ მოიზიდეთ ფინანსები?

პროექტი საკუთარი სახსრებიტ დავიწყე და ჯერჯერობით ასე გრძელდება.

რას ურჩევდით დამწყებ სტარტაპერებს?

მიუხედავად იმისა, რომ მეც ახალი დაწყებული მაქვს საქმე, ჩემ მიერ ამ მცირე დროში დაგროვილ გამოცდილებას რჩევის სახით გავუზიარებ დამწყებ სტარტაპებს: მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მიზანდასახულობა და საკუთარი საქმის სოყვარული, არ შეუშინდნენ სირთულეებს, ეცადონ, ყველაფერი დროულად დაამენეჯმენტონ ერთგვარი გეგმის სახით და ეტაპობრივად განახორციელონ ყველაფერი.

გყავთ თუ არა კონკურენტი ადგილობრივ ბაზარზე?

ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ჩნდება ქართულ ბაზარზე ხელნაკეთი აქსესუარები, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ეს სულაც არ მაშინებს, პირიქით, ვცდილობ, მომხმარებელზე ორიენტირებული ვიყო და მისთვის ხელმისაწვდომი პროდუქცია შევქმნა.

რა არის საჭირო, რომ სტარტაპი წარმატებული იყოს?

სტარტაპის წარმატებისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, პიარი, საჭიროა პროდუქციის დახვეწაზე, მრავალფეროვნებასა და სიახლეებზე მუშაობა.

იხილეთ სხვა სტარტაპერები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#ქვიზი – შეგიძლია თუ არა მეილის სწორად შედგენა?!

Bumble-ის აღმასრულებელი დირექტორი

გაცნობის აპლიკაცია Bumble-ის აღმასრულებელი დირექტორი მილიარდერი ხდება