in

#ქვიზი – შეგიძლია თუ არა მეილის სწორად შედგენა?!

მეილის სწორად შედგენა ადვილი საქმე ნუ გგონია. ოფიციალური წერილების დროს მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდე ყველა წესი, რომელიც აკადემიურ წერაში დაგეხმარება. ვნახოთ, როგორია შენი უნარები.

  • კითხვა -

    რა ფორმით უნდა დავიწყოთ ოფიციალური მეილი?

    • მოკითხვით
    • მიმართვით
    • საკუთარი თავის გაცნობით
    • საქმიანი წინადადებით
  • კითხვა -

    რომელი სასვენი ნიშანი გვჭირდება მეილის დასაწყისში, მიმართვის შემდეგ:

    • წერტილი ან ორი წერტილი
    • მძიმე ან კითხვის ნიშანი
    • მძიმე ან ძახილის ნიშანი
    • წერტილი ან ძახილის ნიშანი
  • კითხვა -

    ადრესატი არის პირი, ვისთვისაც მეილია განკუთვნილი. ვინ ხარ შენ?

    • ავტორი
    • ადრესორი
    • ადრესანტი
    • გამგზავნი
  • კითხვა -

    რა არის საჭირო იმისათვის, რომ წერილის მიმღებმა მეილი ავტომატურად არ წაშალოს?

    • რამდენჯერმე მიწერა
    • მეილის დაწყება სიტყვით „სასწრაფოდ!“
    • მეილის მიწერის შემდეგ დარეკვა
    • მეილის დასათაურება
  • კითხვა -

    როგორ იქნება ქართულად Spam?

    • რეკლამა
    • სპამი
    • უსახელო კატეგორია
    • მეილკონსერვი
  • კითხვა -

    რა არის მეილ-ხელმოწერა?

    • პირადი ინფორმაცია მეილის ბოლოს
    • გაგზავნის დასტური
    • საქმიანი დოკუმენტი
    • სამსახურეობრივი მეილი
  • კითხვა -

    რომელი დასასრული დაამშვენებს მეგობრისთვის განკუთვნილ მეილს?

    • პატივისცემით
    • გკოცნი
    • თაყვანისცემით
    • საუკეთესო სურვილებით
  • კითხვა -

    ბოლოსთვის რთული კითხვა მოვიტოვეთ: როგორ იშიფრება BCC?

    • მეილის გასაგზავნად მომზადება
    • გაგზავნამდე ასლის შენახვა
    • საკუთარი თავისთვის ასლის გაგზავნა
    • უხილავი ასლი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ჰუდები მრავალფეროვანი ყოველდღიურობისთვის – ქართველი იუთუბერების სტარტაპი

#სტარტაპი „დესიელო“ – როცა თმაზე გამჭვირვალე ზეცა გიკეთია