in

გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე ერთ დღეში 54 000 ქართველი დარეგისტრირდა

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სამთვიან პროგრამაზე რეგისტრაცია გუშინ, 15 თებერვალს დაიწყო და ამ დროისათვის ვებ.გვერდზე 54 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა. მსურველთა ოდენობა კიდევ იზრდება.

შეგახსენებთ, რომ, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმება სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმებული პირი კი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  •  საქართველოს მოქალაქე – ასაკი 18-დან 60 წლამდე;
  •  გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  •  ფიზიკური ჯანმრთელობა;
  •  მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  •  ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  •  გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

იხილეთ მასალა ამავე თემაზე: როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად – ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ექვსი საუკეთესო ფილმი, რომელიც HBO Max-ზე დღესვე უნდა ნახოთ

ბიტკოინით გადახდა Apple Pay-ის მეშვეობით შეგიძლიათ