in ,

2000 სტიპენდია გერმანიაში სრული დაფინანსებით სწავლისთვის

2000 სტიპენდია გერმანიაში სრული დაფინანსებით სწავლისთვის. გერმანიის მთავრობა საერთაშორისო სტუდენტებს სასტიპენდიო პროგრამებს სთავაზობს.

გერმანია უფასო აკადემიური კურსების სიმრავლით გამორჩეული ქვეყანაა. ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია საერთაშორისო სტუდენტებს შორის, რადგან სწავლის პარალელურად სტუდენტებს ნახევარ განაკვეთზე მუშაობაც შეუძლიათ.

სტიპენდიებზე განაცხადების გაკეთება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სტუდენტს შეუძლია. განაცხადების მიღება კი ყოველწლიურად ცხადდება.

გერმანიის 2000 სტიპენდიის სია

Heinrich Boll Foundation-ის 1200 სტიპენდია

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი საერთშორისო სტუდენტებზე 1200 სტიპენდიას გასცემს. გერმანული სტიპენდია ნებისმიერი ეროვნების ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორანტურის სტუდენტებზე გაიცემა. აპლიკაციების მხოლოდ ონლაინ რეჟიმში მიიღება.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ აქ.

Friedrich Ebert Foundation-ის 100 სტიპენდია

ფრიდრიხ ებერტის ფონდიც ღიაა საერთაშორისო სტუდენტების აპლიკაციების მისაღებად. ფონდი ყოველწლიურად უზრუნველყოფს უცხოელი სტუდენტების უფასო სწავლას გერმანიაში. ფრიდრიხ ებერტის ფონდის სტიპენდიები სადიპლომო კურსებისთვის არის გათვლილი. ფონდის მიერ დაფინანსებული სტიპენდიების მისაღებად სტუდენტი უნდა იყოს აფრიკიდან, აზიიდან, ლათინური ამერიკიდან და აღმოსავლეთ ევრიპიდან.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ აქ.

DAAD-ის 8000 სტიპენდია გერმანიის უნივერსიტეტებში

DAAD არის ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია, რომელიც უცხოელი სტუდენტების სწავლას სრულად აფინანსებს სტიპენდიების სახით. განაცხადების მიღების ბოლო ვადა განსხვავებული სხვადასხვა უნივერსიტეტში.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ აქ.

გერმანიის ონლაინ სტიპენდიები, მოკლე კურსები

DAAD-ის ონლაინ სტიპენდიები საერთაშორისო სტუდენტებისთვის გამოცხადებულია. ეს სამაგისტრო პროგრამის, მოკლე ონლაინ და ენის კურსების სრულად დაფინანსებული სტიპენდიებია. ნებისმიერი ეროვნების სტუდენტს შეუძლია გააკეთოს განაცხადი. ამჯერად, DAAD საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა სამაგისტრო პროგრამისა და მოკლე ონლაინ კურსების გავლისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ აქ.

წყარო: opportunitydesk.info

იხილეთ ამ კატეგორიის სხვა სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ვაქცინების ვებსაიტი, რომელიც 50 დოლარი დაჯდა

Hyundai-ის მოსიარულე მანქანა

Hyundai-მ ახალი თვითმართვადი მანქანა წარადგინა