in

ბრიტანელმა მამაკაცმა შეყვარებულის სანახავად კარანტინის წესები დაარღვია

ბრიტანელმა მამაკაცმა სინგაპურში კარანტინის წესები დაარღვია. მან საკუთარი სასტუმროს ოთახი დატოვა, რათა საცოლე ენახა.

52 წლის ნაიჯელ სკეამ საავარიო კიბეები აიარა, რათა ღამე 39 წლის აგატა მაგეშ ეიამალაისთან გაეტარებინა.

ეიამალაიმ აღიარა, რომ პარტნიორს თავადაც ეხმარებოდა. წესების დარღვევის გამო, წყვილს ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ პროკურორმა სკეას ოთხი კვირით დაკავება და 750 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოითხოვა.

„ეს არის კლასიკური ამბავი, როგორ სურს ორ შეყვარებულ ადამიანს ერთმანეთთან რაც შეიძლება ახლოს ყოფნა, თუმცა ამით კანონს არღვევენ“

წყვილის ადვოკატი ს.ს. დილონი

სკეამ სასამართლოში ორი დანაშაული აღიარა: საკონტროლო ბრძანების დარღვევა და პირბადის გამოუყენებლობა. ეიამალაიმ კი ერთი დანაშაული აღიარა – საკონტროლო ბრძანების დარღვევაში მონაწილეობა.

სასამრთლოს თანახმად, სკეამ საკუთრი ოთახი სამჯერ დატოვა.

სინგაპური ქვეყანაში ახლად ჩასული ადამიანებისგან 14 დღიანი კარანტინის გავლას ითხოვს.

წყარო: bbc.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

საქართველოში დასაქმებულთა სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა სავალდებულო ხდება

Foodhub-ი – ონლაინ მაღაზია, რომელიც გარემოზე ზრუნავს