Fungus-ი თბილისში დაფუძნებული ქვიარ არტ კოლექტივია. განსხვავებული ხელოვნების შექმნით ისინი ხელს უწყობენ ქვიარ საზოგადოებას. ჯგუფის მანიფესტი ასე იკითხება: “Fungus-ი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიოსფეროს ეკოლოგიაში”.
Fungus-ი განვითარდა ისე, რომ კოლექტიური მოძრაობა გამხდარიყო, რომლის კოლექტივიც ერთი იდეის განხორციელებისთვის იმუშავებდა.
Fungus-ის შთაგონების წყარო თბილისის ტექნო მუსიკის სცენა გახდა. ბასიანისა და ხიდის მსგავსი კლუბების სივრცეები ყოველთვის უწყობდა ხელს ადამიანებს, ეპოვათ უსაფრთხო გარემო, ინტოლეტრანტულობისა და ჰომოფობიის გარეშე.
მულტიმედია არტისტი უთა ბექაია ეცადა უსაფრთხო გარემო ხელოვნების საშუალებით დაემკვიდრებინა. ისეთი ხელოვნების დახმარებით, როგორებიც არიან დავით აფაკიძე, მარიკო ჭანტურია, კ.ო.ი. ლევან მინდიაშვილი და ბექაია, Fungus-ი თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში ქვიარ არტ შოუებს მართავდა.
პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, Fungus-ი იძულებული გახდა, გეგმები დროებით სამომავლოდ გადაედო. ცალკეული გამოფენების მაგივრად, Fungus-ი კოლექტიურ მოძრაობას ემხრობა, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.
ამ თვალსაზრისით Fungusi-ი საქართველოში რევოლუციურია. 30 წლიანი ოკუპაციის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურა დღემდე იდენტურობის ძიებაშია. ახლა, როდესაც ქვეყანა ე.წ. „ცარიელი ტილოა“, რომელსაც საბაზისო საზღვრები და ექსპერიმენტებისთვის ნაყოფიერება მეტნაკლებად არ აქვს. ადამიანები, რომლებიც კონსერვატიულ ღირებულებებს ემხრობიან, ტრადიციებით ხელმძღვანელობენ. ხოლო ისინი, ლიბერალური ღირებულებების მქონე რევოლუციური ახალგაზრდობა, სადავეების ხელში ასაღებად იბრძვის. ეს კონცეფცია Fungus-ს არტისტულ ექსპერიმენტად აქცევს. თუმცა, ეს მოძრაობა არამხოლოდ არტისტული, არამედ კულტურულიც არის. საქართველოს კულტურული ფორმირების ასეთ ეტაპზე ქვიარ, ფემინისტურ და ანტიკაპიტალისტურ მოძრაობებში მონაწილეობა ნიშნავს იმის საბოლოოდ გარკვევას, თუ როგორი იქნება საქართველო მარგინალური ჯგუფებისათვის მომავალში.
ამჟამად საქართველოში ქვიარ საზოგადოების მდგომარეობა საშიშია. საკანონმდებლო დონეზე, საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია LGBTQ + – ის დასაცავად, თუმცა მრავალი პროგრესული კანონი ჯერ არ არის შესრულებული. ჰომოფობიური ძალადობა და სიძულვილის ენა ჩვეულებრივი მოვლენაა და მოსახლეობის მხოლოდ 27 პროცენტი გრძნობს, რომ LGBTQ + უფლებები მნიშვნელოვანია.
ახლა Fungus-ი აუღელვებლად ეწინააღმდეგება საზღვრებს, რომლებიც ზღუდავს მათ.
ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ საკუთარ თავს. ჯგუფში მყოფნი პანკები და ანარქისტები არიან. მათ არ სურთ დახმარების ისეთი ადამიანებისგან მიღება, რომლებიც კაპიტალისტურ ღირებულებებს ემხრობიან.
აცხადებს ბექაია
Fungus-ის არტისტები და მათი ხელოვნება საზოგადოებრივ ჩარჩოებში არ ჯდება. ამჟამად, ჯგუფი იყენებს Fungus-ის ინსტაგრამის გვერდს, როგორც პლატფორმას პროვოკაციული თემების შესასწავლად და პირადი გამოცდილების დასაფიქრებლად.
ჯგუფი ასევე ამაყობს საკუთარი „კონცეპტუალური უშიშრობით“. ანდრო დადიანის ნამუშევარი კი ამის საუკეთესო მაგალითია. ლევან მამალაძის და კ.ო.ი. -ს მიერ გადაღებული ნამუშევრები ფუტურისტული სიურეალიზმითა და მოდერნიზმის მიღმა არსებული ხელოვნური მასალების გამოყენებით შეიქმნა. ამაში გარკვეული ძალაა გადმოცემული, რომელიც უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალო ესთეტიკური განსხვავება.
სხვა მსგავსი გასაოცარი ნაშრომის ავტორია ლაშა ყაბანაშვილი, რომელმაც ვანიტასის კონცეფცია მიითვისა, რათა სამომხმარებლო გამოცდილების საკრალიზაცია საერო და კაპიტალისტურ სამყაროში შეისწავლოს. ყაბანაშვილი თავისი ინსტალაციის საშუალებით აკრიტიკებს მონოპოლიას. „ღმერთი მკვდარია, დრო წრფივი და არაკეთილსინდისიერი. სიკვდილი გაგებულია, როგორც საკითხის დასასრული“, – წერს ის. ყაბანანაშვილი ამას თავისი ნაწარმოების დუალიზმში გამოხატავს: ერთი მხრივ წარმოადგენს გასართობი კულტურის რიტუალიზმებს, მეორე მხრივ კი – ტრანსცენდენტალური მანიფესტაციაა.
“Fungus-ი ნესტიან და ბნელ ადგილებში ხარობს”, – ნათქვამია ჯგუფის მანიფესტში. ”ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიოსფეროს ეკოლოგიაში. ნებისმიერი ორგანული ნივთიერების დაშლით, ის მდიდარ ნიადაგს ქმნის.”
ამგვარი ნამუშევრები მათი პირველი გამოფენის ხერხემალი იქნება. გამოფენა ალტერნატიულ, ბნელ და ექსპანსიურ ყოფილ ქარხანაში, მაისის მოდის კვირეულისთვის არის დაგეგმილი. 2019 წლის ბოლოს, საქართველოს კონსერვატიულმა ძალებმა თავი საფრთხეში იგრძნეს გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პირველი LGBTQ + ფილმის ჩვენების, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩატარდა. საპროტესტო გამოსვლების დროს თბილისში სიამაყის დროშის დაწვის ცერემონია გაიმართა. Fungus-ის მრავალი წევრი განიცდიდა ჰომოფობიურ ძალადობას და შევიწროებას მათ მიერ, ვინც გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგებოდა.
მრავალი თვალსაზრისით, Fungus-ი, როგორც რეგიონის შემოქმედებითი ცენტრი, თბილისის მუდმივი აღმავლობისთვის ქმნის ნიადაგს. ჯგუფის კურატორები ამჟამად პლატფორმების მეშვეობით ცდილობენ გაუზიარონ გზავნილი საზოგადოებას.
Fungus-ის მანიფესტში ნათქვამია, რომ ისინი „შხამით იკვებებიან და იზრდებიან“, მაგრამ ერთიანობა, რომელიც მათ უბედურების ფონზე აღმოაჩინეს, ის არის, სადაც Fungus-ი ნამდვილად ხარობს. როგორც მათი მანიფესტი ასკვნის: „ჩვენ ყველანი ერთი ფუნგუსის (სოკოს) ფესვზე ვართ აღმოცენებული. მათი ამოცანაა, გაანადგურონ საზოგადოებაში არსებული სოციალური კონსტრუქტი, რომელიც, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, საკუთარ ღირებულებებზე მყარად დგას, მაგრამ სინამდვილეში შიგნიდან ლპება“.
წყარო: calvertjournal.com
Loading…