საქართველოში არსებულ მწვავე პოლიტიკურ პროცესებს ყველანი ჩვენეულად ვეხმიანებით. თემატური gif-ები, მიმები და ხუმრობები კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის დღევანდელ მოვლენასაც არ აკლდა.
სოციალურ ქსელ Facebook-ზე ამ თემას ქართული სტარტაპი „ქარუც“ გამოეხმაურა და ახალ კანდიდატად მეტად ორიგინალური პრეტენდენტი შემოგვთავაზა – ძაღლი, სახელად ბიგლუ ამ დრომდე კომპანიის თანამშრომლების განწყობაზე ზრუნვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობს და „ქარუს“ ერთ-ერთი პირველი „თანამშრომელია“.
რავი ამაზე კარგი ვარიანტი თუ გაქვთ ვინმეს, ჩვენ გავჩუმდებით
როგორც კომპანიის ოფიციალურ გვერდზე იუწყებიან, ერთგული, პოზიტიური და მხიარული კანდიდატი შეგვირჩიეს, რომელიც არ მიგვატოვებს!
გაიგე, შენ რამდენად გამოდგებოდი პრემიერ-მინისტრად: რა მოთხოვნებია საქართველოს პრემიერ-მინისტრის „ვაკანსიაზე“
Loading…