in

#სტარტაპი „ჯითი ჰიბრიდი“ – ჰიბრიდული ავტომობილების სერვისი ქუთაისში

„ჯითი ჰიბრიდის“ საქმიანობა უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ ჰიბრიდულ ავტომობილებს უკავშირდება. სტარტაპმა საქმიანობა ქალაქ ქუთაისში 17 თებერვალს დაიწყო. კომპანია მძღოლებს ჰიბრიდულ ავტომობილებზე სრულ მომსახურებას სთავაზობს.

სტარტაპის იდეაზე Venue.-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე მონასელიძე ესაუბრა.

იდეა

„ჯითი ჰიბრიდის“ დაარსების იდეა მრავალმხრივია: იქიდან გამომდინარე, რომ ეკოლოგიური პრობლემები დღითიდღე აქტუალურია, ჯითი ჰიბრიდს გარკვეული წვლილი შეაქვს გამონაბოლქვის შემცირებაში და ხელს უწყობს ჰიბრიდული მანქანების გამართვას.

სახელი

კომპანიის სახელია – ჯითი ჰიბრიდი – ‘ჯითი’ ზოგადად სწრაფმავალ და ძლიერი ძრავის მქონე ავტომობილებთან ასოცირდება, რაც დაემთხვა დამფუძნებლების – გიორგი აბესაძისა და თორნიკე მონასელიძის სახელების ინიციალებს. ჰიბრიდის მნიშვნელობა კი ყველასთვის კარგად ნაცნობია.

კომპანიის დაფუძნებიდან სულ ერთი თვეა გასული და ის კიდევ იდეის სრულყოფილად განხორციელების პროცესშია. დასაწყისისთვის საკმაოდ მრავალფეროვანი სირთულეების წინაშე დავდექით, როგორებიცაა მაგალითად, ბიზნესისთვის კარგად ნაცნობი თებერვალი-მარტის ჩავარდნები; გადაუღებელი წვიმიანი ამინდები და ა.შ.

ჩვენი მთავარი კონკურენტი, ამ ეტაპზე, თბილისის ავტომომსახურების ცენტრებია, რადგან როგორც აღვნიშნე, ქუთაისში ამ საქმიანობაში პირველები ვართ.

ვფიქრობთ, „ჯითი ჰიბრიდის“ მომსახურების არეალი დღითიდღე ფართოვდება და ის მეტად მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოებისთვის. გარდა ეკონომიურობისა, ჰიბრიდული ავტომობილები ჰაერს ნაკლებად აბინძურებენ, მათი ტექნიკური სისტემიდან გამომდინარე. ჩვენი მიზანია, მატერიალური სარგებელის პარალელურად, მონაწილეობა მივიღოთ ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებაში. პიონერობა საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში კი არც თუ ისე პატარა პასუხისმგებლობაა.

წარმატების საიდუმლო

იმისათვის, რომ სტარტაპი წარმატებული გახდეს და მის მიზნებს მიაღწიოს, პირველ რიგში, საჭიროა სწორი გეგმის დასახვა, მოცემულობების ანალიზი და თავდაუზოგავი შრომა. სტარტაპის დაწყებისას ყველაზე მნიშვნელოვანი, ვფიქრობთ, იდეა და სურვილია.

ბიზნესის გასაფართოვებლად საჭიროა გარემოსთან ადაპტაცია, მომხმარებელთა მოთხოვნების შესწავლა და ანალიზი. დასაწყისისთვის მცირე რაოდენობით ფინანსები თავისთავად საჭიროა.

გეგმები

მოკლევადიან პერიოდში ჩვენი გეგმა ითვალისწინებს მოცემული ლოკაციისა და მოთხოვნების სრულად ათვისებას, გამოცდილების გაღრმავებასა და სრულფასოვანი მომსახურების მიწოდებას. გრძელვადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, მომსახურების არეალის გაფართოება.

რჩევები სტარტაპების იდეების მქონე ადამიანებს ჩვენი გუნდისგან: აქციე რეალობად იდეები იმ მოცემულობებით, რაც ახლა გაქვს, არ დაელოდო არაფერს და დაუყოვნებლივ თავდაუზოგავად იმოქმედეთ! 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ინდური კომპანია Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კაფსულების ფორმით წარმოებას იწყებს

ჰარვარდის უფასო ონლაინ კურსი – დამაჯერებლად წერასა და საჯარო გამოსვლის ხელოვნებაში