Google Maps-ით პარკინგის საფასურის გადახდა აშშ-ის 400-ზე მეტ ქალაქშია შესაძლებელი.
საკმარისია „pay for parking” ღილაკს შეეხოთ, შეიყვანოთ პარკინგის სივრცის ნომერი, მანქანის ფერი და აღნიშნოთ, რამდენი ხნით აპირებთ გაჩერებას.
ახალი ფუნქცია Android-ზე მუშაობს, თუმცა კომპანიის თანახმად, ის მალე iPhone-ის მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.
Google Maps-ის მეშვეობით მალე, მსოფლიოს მასშტაბით, პარკინგის საფასურის გადახდა – 80 სატრანზიტო ხაზის ბილეთების, აპლიკაციიიდან გაუსვლელად შეძენაც იქნება შესაძლებელი.
წყარო: cnbc.com
გაეცანით სხვა საინტერესო ამბებს
Loading…