in ,

Google Maps-ის მომხმარებლებს მალე რუკის რედაქტირება თავად შეეძლებათ

თუ თქვენ ოდესმე იმედი გაგცრუებიათ Google Maps-ში არარსებული მისამართის ძიების გამო, კომპანია ამის გამოსასწორებლად სიახლეებს გვთავაზობს.

Google-ი საშუალებას მოგცემთ, რუკა თავად დაარედაქტიროთ. კერძოდ, ახლა შესაძლებელია, მხოლოდ ახალი მისამართის “დაპინვა” და სახელის ჩამატება;

სამომავლოდ მომხმარებლებს შეეძლებათ, რუკაზე არარსებული გზებისა და მარშუტების როგორც დამატება, ისე არსებულის ჩასწორება-რედაქტირება. ის დაახლოებით Microsoft Paint-ის გამოყენებას დაემსგავსება.

მოსალოდნელი ცვლილებები უახლოეს თვეებში იგეგმება და 80-ზე მეტ ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.

რა თქმა უნდა, Google-ი სიზუსტისთვის გადაამოწმებს შეტანილ შესწორებებს. მაგალითად, რედაქტირების შემდეგ, შესაძლებელია, Google-მა გაგაფრთხილოთ, რომ მას არ სურს ველოსიპედის ბილიკი მონიშნოს როგორც გზა, რადგან ის ავტომობილებს საფრთხეს შეუქმნის. კომპანიას თქვენი ჩასწორების განსახილველად დაახლოებით შვიდი დღე დასჭირდება. “ფოტოგანახლებების” საშუალებით კი, შესაძლებლობა მოგეცემათ, კონკრეტული ადგილის უახლესი სურათები, ტექსტურ ფრაგმენტებთან ერთად, ატვირთოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ობამა, ბუში, კლინტონი და კარტერი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

iPhone 13-ის ნაცვლად, შესაძლოა, iPhone 12S ვიხილოთ