in

როგორ მოვასწროთ ყველაფერი უფრო ნაყოფიერად? – პრაქტიკული რჩევები

სახლიდან მუშაობა დღევანდელობის ერთ-ერთი უპირობო გამოწვევაა. გასულ წლებში, ვინმეს რომ ეკითხა, ვიქნებოდით თუ არა ნაყოფიერად მომუშავენი სახლის პირობებში, ალბათ, სიამოვნებით წარმოვიდგენდით ამ პროცესს.

მაგრამ რეალურად – ქაოტური დილები, ცალი ხელით ყავას რომ ვსვამთ და ცალით – ტუჩსაცხს ვისვამთ ან თასმას ვიკრავთ ფეხსაცმელზე, მგონი, მოგვენატრა კიდეც.

დღევანდელ ყოფაში კი რთულია სახლისა და სამსახურის საქმე ერთმანეთს ფაზლის პრინციპით შეუხამო. ვიდეოზარსა და ვიდეოზარს შორის სარეცხის მანქანში შეყრილი ტანსაცმელი ან გაზზე სადილის შემოდგმა ჩვეული რუტინა გახდა.

გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დღის ნაყოფიერად გატარებაში ჩვენ ძალიან გვადგება:

არ გაიღვიძოთ სამუშაო დღის დაწყებამდე მხოლოდ 10 წუთით ადრე ან არ დაიწყოთ მუშაობა ლოგინშივე.

განწყობას უდიდესი ძალა აქვს. კომფორტი კარგია, თუმცა, სახლში ყოფნის მიუხედავად, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სამსახური და სახლი. გამოეწყვე სამსახურის საქმისათვის, გაიკეთე მაკიაჟი. ზოგჯერ სუნამოს დასხმა და საგარეო ფეხსაცმლის ამოცმაც კი საოცრად გვიცვლის განწყობას.

დაიწყეთ დილა საათობრივი დაგეგმვით

მიუძღვენით თქვენს თავსა და საქმეს ერთი ყოველდღიური ბლოკნოტი (სურვილის შემთხვევაში, ელექტრონული ჩანაწერებიც გამოდგება, თუმცა დაგეგმვისას სულ სხვა ხიბლი აქვს ცოცხალ კალამსა და ფურცელს). გაწერეთ, რომელ საათზე იღვიძებთ, რამდენ ხანში უნდა ისაუზმოთ, რომელზე იწყებთ მუშაობას. შუალედებში შესვენების გაწერაც არ გამოგრჩეთ, გააკეთეთ ე.წ. “To do list” და ყოველი შესრულებული საქმე გადახაზეთ დემონსტრაციულად. ეს ქმედება კარგად აისახება ჩვენს შინაგან განწყობაზე – საკუთარ თავზე გამარჯვების ეფექტი აქვს.

როგორც ბრაიან თრეისი გვასწავლის, შეჭამე ბაყაყი!

პირველად ის საქმე მოიშორე, რომელიც ყველაზე მეტად გეზარება.

დაასაჩუქრე საკუთარი თავი

დღის ბოლოს, მაშინ, როცა ყველა საქმე უკან მორჩება – ან არც. ზოგიერთი, შესაძლოა, მეორე დღისთვისაც გადაიდოს. ეს არ არის საგანგაშო, შენ მაინც იმსახურებ დასვენებას. საყვარელ ადამიან(ებ)თან ერთად კარგი ფილმის ნახვა, ან რომელიმე წიგნის რამდენიმე თავის წაკითხვა ნაყოფიერ დღეს უფრო გემრიელს გახდის.

გაეცანი ჩვენს სტატიას: რვა საუკეთესო ფილმი დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს სანახავად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
ტემპო

21-ე საუკუნის ფიტნეს დარბაზი – მოწყობილობა, რომელიც სახლში ვარჯიშისას გაგაკონტროლებთ

პარიზის ცნობილი მონუმენტები სუპერგმირების ქანდაკებებად რომ გადაქცეულიყო