in

რას ნიშნავს, იყო დედა და პარალელურად იყო თანამშრომელი

პანდემიის პერიოდმა, როგორც ყველა ადამიანი, დასაქმებული და რეალიზებული დედებიც სახლის კარს მიღმა გამოკეტა. ნაწილმა ძიძის ყოლაზე უარი არ თქვა, ხოლო დანარჩენებს სახლის საქმეებისა და სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების ერთმანეთთან შეხამება მოგვიწია.

ახლაც, ამ სტატიის წერისას, კალთაში 2 წლის შვილი მიზის, რომელიც თავისთვის ხატავს და იცის, რომ მუშაობისას დედას ხელი არ უნდა შეუშალოს.

ერთი მხრივ, ამ ყველაფერს დადებითი მხარე აქვს – დედებმა მოვახერხეთ, შვილების ამ პერიოდსა და მათ თითოეულ ახალ ნაბიჯს ჩვენ თვალწინ გაევლო, მათი განვითარების ეტაპებისათვის ხელი თავად შეგვეწყო. სახლში დაღლილები არ ვბრუნდებით, იმ მდგომარეობაში – ბავშვთან თამაშსაც კი რომ ვეღარ ახერხებ;

ხოლო მეორე მხრივ – ორმაგი დატვირთვით გვიწევს შრომა. ჩემნაირი მშობლისათვის თვალნათელი სურათია სამსახურეობრივ ზარსა და ზარს შორის სარეცხის მანქანაში შეყრილი ტანსაცმელი, სტატიის გამოქვეყნებისა და გასწორების შუალედში შვილის დაპურება ან მისთვის გამოცვლა.

ხშირად გამიგია და საკუთარ თავზე გამოცდილებითაც ვადასტურებ, რომ ადამიანებს განუსაზღვრელი შესაძლებლობები გვაქვს – რაც მეტ დაბრკოლებას უქმნი შინაგან სამყაროს, მით მეტად პროდუქტიული ხდები;

რაც უფრო მეტი დავალება გაქვს დღის განმავლობაში შესასრულებელი, მით უფრო მეტის მოსწრება შეგიძლია; რაც უფრო დაკავებული ხარ, მით მეტად მოდის ღამით, ძილის წინ საოცარი სიამაყის შეგრძნება, რომელიც მომდევნო დღის ენერგიას გიგროვებს და ხვდები, რომ ახალი დღე მხოლოდ და მხოლოდ ახალ გამოწვევებზე გამარჯვებებით უნდა დაასრულო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რატომ გვიჩნდება სწავლის სურვილი ზრდასრულ ასაკში – მიზეზები

ასომთავრული დამწერლობით შთაგონებული ქართული პროექტი Miami Ad School-ის ფავორიტია