Clubhouse-ის სპიკერის თანახმად, დაუდგენელმა მომხმარებელმა რამდენიმე დღის წინ Clubhouse-ის აუდიო მიმოწერის სხვა ვებ-საიტზე გატანა შეძლო.
სტენფორდის ინტერნეტის ობსერვატორიამ აღნიშნა, რომ iOS აპლიკაციის მიწვეულმა მომხმარებლებმა უნდა ჩათვალონ, რომ ყველა საუბარი იწერება.
„Clubhouse-ს უსაფრთხოების დაპირებების გაცემა, აუდიო საუბრებზე, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იწერება, არ შეუძლია.“
ალექს სტამოსი SIO-ს (Security Intelligence Operations) დირექტორი.
Clubhouse მონაცემთა და აუდიო წარმოების გადამუშავებაში ჩინურ კომპანიას, შანხაიში არსებულ სტარტაპს Agora Inc.-ს ეყრდნობა.
კიბერ უსაფრთხოების ექსპერტებმა შენიშნეს, რომ აუდიო და მეტა-მონაცემები Clubhouse-დან სხვა საიტზე გადაიტანეს.
„რეალური პრობლემა იყო ის, რომ ადამიანებს ეგონათ მათი საუბრები როდესმე იყო პირადი.“
რობერტ პოტერი კანბერას ინტერნეტის 2.0 აღმასრულებელი დირექტორი.
Clubhouse-მა ახლახანს მიიზიდა 100 მილიონი დოლარი. Agora Inc.-ი კი იანვრის შუა რიცხვებიდან 150 %-ით გაიზარდა. ახლა ის თითქმის 10 მილიარდი დოლარი ღირს.
წყარო: Bloomberg.com
Loading…