in

Facebook-ი Clubhouse-ის მსგავს ლაივ აუდიოოთახს ქმნის

Facebook-ი Clubhouse-ის მსგავს ლაივ აუდიოოთახს ქმნის, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ფეისბუქის ადმინისტრაცია აცხადებს, აუდიო ფუნქცი უახლოეს თვეებში იქნება ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, დაგეგმილია Soundbite-ების ფუნქციის დამატება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მოკლე აუდიოკლიპები ჩაწერონ და გაავრცელონ.

როგორც BBC წერს, ფეისბუქის მომხმარებლები ლაივ აუდიოოთახებითა და Soundbite-ებით თანხის გამომუშავებასაც შეძლებენ. ჯერ უცნობია, ფინანსური სარგებლის მიღება მხოლოდ ბევრგამომწერიან მომხმარებლებს შეეძლებათ თუ ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც ფეისბუქი გეგმავს პოდკასტებს ეხება. კერძოდ, მომხმარებლები პოდკასტების მოსმენას პირდაპირ ფეისბუქის აპლიკაციით შეძლებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

70 წლის რეპერი ბაბუების ვიდეო ვირუსულად გავრცელდა

SOLOS — ახალი ვარსკვლავური სამეცნიერო ფანტასტიკა