აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ ყველაზე ხშირად დასმულ 100 კითხვაზე პასუხს გაეცნონ, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ შეხვედრები უკვე გაიმართა რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, იმერეთისა და კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე თბილისის რამდენიმე რაიონის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის.
მომდევნო შეხვედრა 24 თებერვალს არის დაგეგმილი, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის აბიტურიენტებისთვის ჩაატარებს. შეხვედრასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა, საკუთარი სკოლის ადმინისტრაციას ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს უნდა მიმართონ.
გაეცანით განათლების რუბრიკას
Loading…