in ,

აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია – გამოცდები 2021

People climbing books. isolated on white background. Vector illustration. Eps 10

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2021 წლის გამოცდებისათვის აბიტურიენტების არჩევანი გაასაჯაროვა – რამდენი აპლიკანტი ირჩევს თითოეულ საგანს, აღნიშნულ სტატისტიკას უცვლელად გთავაზობთ:

ისტორია აირჩია 22 200 – მდე აბიტურიენტმა;
მათემატიკა – 12 900 – მდე აბიტურიენტმა;
ბიოლოგია – 3000 – მდე აბიტურიენტმა;
გეოგრაფია – 700 – მდე აბიტურიენტმა;
ზოგადი უნარები – 4 100 – ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ლიტერატურა – 800 – ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ქიმია – 2300 – მდე აბიტურიენტმა;
ფიზიკა – 200 – მდე აბიტურიენტმა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 50 – ზე მეტმა აბიტურიენტმა.

ცნობისათვის, ჩარიცხვების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წელსაც სამი სავალდებულო საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, ისტორია ან მათემატიკა) წარმატებით ჩაბარებაა საჭირო. ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასაბარებლად სავალდებულოა ოთხი გამოცდა. რაც შეეხება დამატებით საგნებს, კონკრეტულ პროგრამაზე თითოეული მათგანი უმაღლესმა სასწავლებელმა თავად განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ითხოვს დამატებით არჩევით საგანს, სავალდებულოა ოთხივე საგანში ბარიერის დაძლევა.

გარდა ამისა, აქვე შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით აქვთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
ფარული ვნება

Telemundo ლეგენდარული „ფარული ვნების“ მეორე სეზონს გადაიღებს

„ჩვენ დაგიბრუნდით!“ – ივნისში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე დასწრებას შეძლებთ