in ,

როგორი პირბადეებით იფარავდნენ სახეს ძველ ლონდონში

საჯარო სივრცეებში ნიღბის ტარება „ახალ ნორმად“ რომ ჩამოყალიბდა, ამაზე ვირუსთან ბრძოლის ერთწლიანი გამოცდილება მეტყველებს. ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი კორონავირუსისგან თავის დაცვის, სწორედ, სახის ნიღბის ტარებაა.

მიუხედავად ამისა, კაცობრიობისთვის ეს ახალი მოვლენა ნამდვილად არ არის.

შავი ჭირისგან, მახრჩობელა ნისლისგან, სატრანსპორტო დაბინძურებისა და გაზით თავდასხმის საშიშროებისგან თავის დასაცავად, ლონდონის მაცხოვრებლები ბოლო 500 წელზე მეტია, სახეს სხვადასხვა გზით იფარავენ.  

ყველაზე ადრეული ნიღბები, რომლებსაც შესანიღბად და თავის დასაცავად იყენებდნენ სათავეს ძვ.წ. მე-6 საუკუნეში იღებს. სპარსულ სამარხებზე არის ნაპოვნი ადამიანების გამოსახულება, რომლებიც სახეს ნაჭრით იფარავდნენ.

მარკო პოლოს თანახმად, მე-13 საუკუნეში მსახურები ჩინეთში სახეს ნაქსოვი შარფებით ინიღბავდნენ. იდეა კი ამის მიღმა ის იყო, რომ იმპერატორებს არ სურდათ, თავიანთი საკვები მათი სუნთქვით გაფუჭებულიყო.

სმოგი

მე-18 საუკუნის ინდუსტრიულმა რევოლუციამ განთქმული ინგლისური ნისლის წარმოშობას შეუწყო ხელი. ეს უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ქარხნების რაოდენობამ და შინამეურნეობებში ნახშირის წვამ იმატა.   

ყველაზე მძიმე ეპიზოდი მოხდა 1952 წლის 5-9 დეკემბერს, როცა 4000 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მომდევნო კვირასა და თვეში ნისლს 8000 ადამიანი შეეწირა.   

რა არის სმოგი?

ეტიმოლოგიურად სიტყვა „სმოგი“ კვამლსა და ნისლს აერთიანებს. ის მაშინ ჩნდება, როდესაც ცივი ამინდი თბილი ჰაერის ქვეშ არსებულ ინერციულ ჰაერს იჭერს.

დაბალი ტემპერატურა ადამიანებს ნახშირის წვისკენ უბიძგებს, რაც კვამლს ქმნის.

სმოგს რესპირატორული და გულსისხლძარღვთა პრობლემების გაუარესება და თვალის გაღიზიანება შეუძლია.

1957 წლის დეკემბერში კიდევ 1000 ადამიანი გარდაიცვალა სმოგისგან. 1962-ში კი – 750.

სმოგი იმდენად სქელი იყო, რომ მატარებლები ვერ მოძრაობდნენ და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც იხოცებოდა.

1930-იან წლებში სმოგის საწინააღმდეგო ნიღბები აუცილებელ აქსესუარად და ატრიბუტად იქცა.

1956 წლისა და 1968 წლის კანონებმა სუფთა ჰაერის შესახებ რეგულაციები შეიმუშავა, რომელთა დახმარებითაც მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა.

შავი ჭირი

მე-14 საუკუნეში შავი ჭირის გამწვავებამ გააჩინა სამედიცინო ნიღბები. შავმა ჭირმა ხუთი წლის განმავლობაში, სულ მცირე, 25 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

თეორეტიკოსებს სწამდათ, რომ დაავადება ჰაერის მოწამვლით ან „მიაზმით“ ვრცელდებოდა.

ეს საშიში ჩიტის მსგავსი ნიღაბი მე-17 საუკუნის შუაში გამოჩნდა, როცა დაავადების ბოლო აფეთქება ხდებოდა.

 „ნისკარტში“ თავსდებოდა მიაზმის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე მცენარეები და არომატული ნივთიერებები.

ვიქტორიანულ ლონდონში ქალბატონებმა ქუდებზე სახის დასაფარად რიდეს მიმაგრება დაიწყეს.

მართალია, რიდეები გლოვის დროს გამოიყენებოდა, თუმცა მას მხოლოდ ეს ფუნქცია არ ჰქონია. ის ქალბატონებს სიცხისგან, წვიმისა და დაბინძურებისგან იცავდა.

სატრანსპორტო დაბინძურება

Transport for London and Kings College London-ის თანახმად, ჰაერის დაბინძურების უმთავრესი მიზეზი ტრანსპორტია.

თხელი რიდეები, რომლებსაც ქალი მძღოლები მე-20 საუკუნის დასაწყისში იყენებდნენ, უკვე არარელევანტურია.

დაბინძურების საწინააღმდეგო ნიღბები კორონავირუსამდე გაცილებით ადრეც შეინიშნებოდა ქუჩებში.

მეორე მსოფლიო ომის საშიშროებამ სახელმწიფოებს გაზის საწინააღმდეგო ნიღბების დარიგება აიძულა.

ცხოველებსაც კი თავიანთი ნიღბები ჰქონდათ.  

ესპანური გრიპი

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, გრიპის აფეთქება გამანადგურებელ პანდემიაში გარდაისახა. მას ესპანური გრიპი უწოდეს, რადგან პირველი შემთხვევები ესპანეთში დაფიქსირდა. გრიპმა თითქმის 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

მიიჩნევა, რომ ვირუსის გავრცელებას ჯარისკაცების ჩრდილოეთ საფრანგეთში დაბრუნებამ შეუწყო ხელი.

სხვადასხვა კომპანია ინფექციის შეჩერებას გრიპის საწინააღმდეგო საშუალების საჯარო სივრცეებში აქტიური გამოყენებითა და ნიღბის ტარების მოთხოვნით ცდილობდა.

ადამიანებს მოუწოდებდნენ, რომ ნიღაბი გაეკეთებინათ და საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინათ.

წყარო: BBC.COM

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ბიტკოინმა 58 000$ ნიშნულს მიაღწია

ლატვიაში სტილისტებმა Covid-შეზღუდვების წინააღმდეგ უცნაური გამოსავალი იპოვეს