Microsoft-ი მომხმარებელთათვის ახალი ფუნქციის დამატებას გეგმავს, რომლითაც მათ სამუშაო პროცესს შეუმსუბუქებს. „ტექსტის წინასწარმეტყველება (პროგნოზირება)“ – ამ ტერმინით მოიხსეიებენ ფუნქციას, რომელიც, სავარაუდოდ, მარტში იქნება ხელმისაწვდომი.
კომპანიამ აღნიშნული სიახლის საცდელი ვერსია ჯერ კიდევ სექტემბერში შემოგვთავაზა და, როგორც ჩანს, ცვლილებამ გაამართლა.
ახალი ფუნქციით მომხმარებელს დავეხმარებით, ტექსტი უფრო ეფექტურად დაწერონ – გაცილებით სწრაფად და სიტყვათა ზუსტი პროგნოზის მეშვეობით.
აცხადებენ Microsoft-ში
რას გვთავაზობს Word-ის ახალი ფუნქცია?
ცვლილება ხელს შეუწყობს ორთოგრაფიული და, ზოგადად, გრამატიკული შეცდომების შემცირებასაც. დროთა განმავლობაში კი AI ინტელექტით აღჭურვილი სისტემა ისწავლის, კონკრეტულ მომხმარებელს მისთვის საუკეთესო რეკომენდაციის სახით რა შესთავაზოს.
ვის შეეძლება სარგებლობა?
აღსანიშნავია, რომ ფუნქცია იმუშავებს როგორც ფაილების კომპიუტერში შექმნისას, ასევე – Google Doc ვერსიაშიც. თავდაპირველად, სიახლით ინგლისურენოვანი მომხმარებლები ისარგებლებენ, მოგვიანებით კი სხვა ენებზეც ჩაირთვება.
კონფიდენციალურობა
კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლის მონაცემები და მათი ტექსტებით შეგროვებული ინფორმაცია სრულიად კონფიდენციალური იქნება.
წყარო: computing.co.uk
თემატური სტატია: სიკვდილის შემდეგ ადამიანის ჩეთბოტად გაცოცხლება – რას აპირებს Microsoft-ი
Loading…