in

#ქვიზი – აკმაყოფილებს თუ არა შენი CV თანამედროვე სტანდარტებს?

რეზიუმე, იგივე CV (curriculum vitae) შენი სავიზიტო ბარათია პოტენციურ დამსაქმებელთან. მან შენი დადებითი და საინტერესო მხარეები უნდა წარმოაჩინოს, უნდა დაარწმუნოს, არჩევანი შენზე შეაჩერონ.

21-ე საუკუნე განვითარების ეპოქაა და კონკურენციაც იმაზე უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამიტომ თითოეულ ჩვენგანს გვევალება, სტანდარტებს არ ჩამოვრჩეთ.

ამ ქვიზის დახმარებით დაადგენ, რამდენად თანამედროვეა შენი CV – აკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნებს? წარმოგაჩენს თუ არა პროფესიონალად?

აქვე:

გაეცანი, როგორ დავწეროთ კარგი სამოტივაციო წერილი

  • კითხვა -

    რამდენგვერდიანია შენი რეზიუმე?

    • 1-2
    • 2-5
    • რაც მეტი, მით უკეთესი
  • კითხვა -

    როგორი ფოტო გაქვს თანდართული?

    • რამე ცხოვრებისეული
    • რა თქმა უნდა, 3/4-ზე
    • ფოტო რა საჭიროა?
    • სადაც კარგად გამოვიყურები
  • კითხვა -

    რომელი ფორმატით აგზავნი ხოლმე რეზიუმეს?

    • doc. ფაილად
    • PDF-ფაილად
    • PNG ან JPG ფაილად
  • კითხვა -

    არის თუ არა საჭირო სამუშაო გამოცდილებად ჩვენს წელთ აღრიცხვამდე სამსახურის მითითება?

    • სადაც კი მიმუშავია, ყველაფერს ვწერ
    • მარტო ბოლო სამსახურები მაქვს მითითებული
    • საუკეთესო სამსახურებს ვარჩევ მისათითებლად
  • კითხვა -

    რა გიწერია უნარ-ჩვევების გრაფაში?

    • შემიძლია ინტერნეტის გამოყენება
    • ვფლობ word-ს და ცოტა Photoshop-ს
    • ვიცი Microsoft პროგრამები
  • კითხვა -

    შენი ტრენინგების ჩამონათვალი როგორ გამოიყურება რეზიუმეში?

    • ყველა ტრენინგი მაქვს მითითებული, რაც კი გამივლია
    • დასაქმების სფეროდან გამომდინარე ვცვლი ტრენინგების ჩამონათვალს
    • საუკეთესო ტრენინგები შემყავს
  • კითხვა -

    რას წერ საკონტაქტო გრაფაში?

    • მისამართს და ტელეფონის ნომერს
    • ტელეფონის ნომერს
    • ფეისბუქის ბმულს და ტელეფონის ნომერს
  • კითხვა -

    რა არის, შენი აზრით, ლინქდინი?

    • რეზიუმეს ალტერნატიული პლატფორმაა
    • აზრზე არა ვარ
    • სოც.ქსელია, რომელიც რეზიუმეში უნდა მიუთითო
  • კითხვა -

    9. გაქვს თუ არა CV-ში მოცემული ინფოგრაფიკები?

    • ეგ რაღაა?!
    • არა, არ მომწონს
    • კი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

10 ფილმი სექსიზმზე, რომელიც ქალთა თანასწორობისთვის ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს

სერიალ „მეამბოხე სულების“ ქართულად გახმოვანება დაიწყეს