24 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიგი შეზღუდვების მოხსნის თარიღი დააანონსა.
მთავარი შეზღუდვები, რაც ისევ ძალაში რჩება 21:00-დან 05:00 საათამდე არსებული კომენდატის საათი, შაბათ-კვირას შენარჩუნებული რიგი შეზღუდვები და სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთაზე არსებული შეზღუდვებია.
აღსანიშნავია, რომ თითოეული შეზღუდვა ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვის მოთხოვნით იხსნება. პრემიერ მინისტრის თქმით, რეგულაციების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება შესაბამისი უწყების მიერ.
ეკონომიკური საქმიანობები
სამთო კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან, ხოლო საბაგიროები 8 მარტიდან გაიხნება.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან ამოქმედდება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს.
ბათუმში რესტორნებს შიდა სიცრცეებში ფუნქციონირება 1 მარტიდან შეეძლებათ, დანარჩენ ქალაქებში კი 8 მარტიდან.
არასასურსათო, საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით მუშობას 8 მარტიდან განაახლებენ.
საგანმანათლებლო საქმიანობები
კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით 1-ლი მარტიდან განახლდება.
სპორტული დარბაზები მომხმარებლების სერვისით უზრუნველყოფას 15 მარტიდან შეძლებენ.
სკოლამდელი აღზრდის საჯარო და კერძო დაწესებულებები ფუნქციონირებას 1-ლი მარტიდან შეძლებენ. (ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირებით)
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები (იგულისხმება: კლინიკური, პეაკტიკული, ლაბორატორიული) საქმიანობის აღდგენასა და გამოცდების არადისტანციურ რეჟიმში ჩატარებას 1-ლი მარტიდან შეძლებენ.
სასწავლო პროცესი აუდიტორიებში კი 15 მარტიდან აღდგება.
სასკოლო წრეებიც 15 მარტიდან შეძლებენ ფუნქციონირებას.
მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას 1-ლი მარტიდან განაახლებენ.
თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების გავლასა და ვარჯიშს 15 მარტიდან შეძლებენ.
საზღვრის კვეთა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით იმ ქვეყნების სიაც გაფართოვდა, რომლებიც უარყოფითი PCR ტესტის მეშვეობით 1-ლი მარტიდან შეძლებენ საზღვრის საჰაერო გზით გადმოკვეთას.
ეს ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.
Loading…