in

ველური ბუნების ფოტოგრაფმა ყვითელი ფერის უნიკალური პინგვინი დააფიქსირა

ყვითელი პინგვინი

„შავ-თეთრ სმოკინგში“ გამოწყობილი პინგვინების დრესკოდს, ერთი პინგვინი თავისი ყვითელი შეფერილობით არღვევს.

2019 წლის დეკემბერში ველური ბუნების ბელგიელმა ფოტოგრაფმა ივს ადამსმა სამხრეთ ჯორჯიაში იშვიათი სახეობის პინგვინი დააფიქსირა, თუმცა ფოტოები სულ ახლახანს გაასაჯაროვა.

„მანამდე არასოდეს მინახავს ან მსმენია ყვითელი პინგვინის შესახებ. იმ სანაპიროზე 120 000 ფრინველი იყო და მხოლოდ ეს ერთი ყვითელი. ყველანი გავგიჟდით გაოცებისგან, უსაფრთხოების ყველა საშუალება ძირს დავყარეთ და კამერებს ვტაცეთ ხელი.“

ბელგიელი ფოტოგრაფი ივს ადამსი

სამეფო პინგვინები (Aptenodytes patagonicus) ისევე, როგორც საიმპერატორო პინგვინების ახლო ნათესავები (Aptenodytes forsteri), ჩვეულებრივ შავ-თეთრი შეფერილობის არიან.

ავსტრალიის ანტარქტიდის პროგრამის თანახმად, ყვითელი პიგმენტი პინგვინებისთვის უნიკალური შეფერილობაა, თუმცა ყველა სახეობას არ გააჩნია.

„პინგვინი რამდენიმე პიგმენტის ნაკლებობას განიცდის, ამიტომ ის ლეიკისტურია. ნამდვილ ალბინოსებს ყველა პიგმენტი დაკარგული აქვთ.“

კონსერვაციის ბიოლოგი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი დი ბოერსმა

წყარო: livescience.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

სამსუნგი დასაკეც სმარტფონებს Xiaomi-ს, Google-სა და Oppo-სთვის დაამზადებს

რა შეზღუდვა იხსნება და რა რჩება? – #მოკლედ