in ,

8 საჭადრაკო აპლიკაცია დამწყებთა და გროსმაისტერებისათვის

დახვეწეთ თქვენი უნარები ჭადრაკისთვის ციფრული საშუალებების დახმარებით

ჭადრაკის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. მათთვის, ვისთვისაც Netflix-ის დრამამ დიდი გავლენა მოახდინა ჭადრაკის ჰობად ქცევაში, და უბრალოდ ვისთვისაც ჭადრაკი დიდი ხანია, პირადი გატაცებაა, შეიქმნა შესანიშნავი ონლაინპლატფორმები. თითის რამდენიმე დაწკაპუნებით შეგიძლიათ, ჭადრაკის მოყვარულთა საზოგადოებას შეუერთდეთ.

აპლიკაციები გვთავაზობენ თამაშებს, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ მახასიათებლებით განსხვავდება. ზოგიერთი მათგანი მიზანმიმართულია პროფესიონალი ჭადრაკის მიმდევრებისთვის, ზოგიერთი კი განკუთვნილია მარტივი, ნაკლებად კონკურენტული მომხმარებლებისთვის.

The Omnibus

Chess.com (Desktop, iOS, Android)

ვებ-გვერდი – Chess.com – ჭადრაკის თამაშს სთავაზობს როგორც ახალბედებს, ისე გროსმაისტერებს. თამაშები ხელმისაწვდომია ნებისმიერი სისწრაფითა და განსაზღვრული დროებით, ერთი სვლისთვის 1 წუთიდან 5 დღემდე.

ვებგვერდი გთავაზობთ სხვადასხვა სტილის თამაშს. დამწყებთათვის შექმნილია სპეციალური ვიდეო-ტუტორიალები, ასევე შესაძლებელია პირადი ხელმძღვანელის აყვანა და livestream-ები. ერთადერთი, რამაც შეიძლება შეგაფერხოთ, არის სააბონენტო გადასახადები, თუმცა ისინი განკუთვნილია უფრო მეტად სერიოზული მოთამაშეებისთვის, რომელთაც სპეციალური შეთავაზებები აქვთ.

თამაშის დაწყებისთანავე, თითოეულ მოთამაშეს ენიჭება ინდივიდუალური „ნიშანი“ და ის იცვლება თამაშების განვითარებასთან ერთად. Chess.com-ს აქვს iOS და Android მობილურ აპლიკაციები, თუმცა აუცილებელია, ჭადრაკის დაფა კომფორტულად მოერგოს ეკრანის ზომას.

The Alternative

Lichess (Desktop, iOS, Android)

Lichess-ს აქვს მსგავსი შემოთავაზებები, როგორიც Chess.com-ს – ფართო საზოგადოება, სხვადასხვა ტიპის თამაშები, ტუტორიალები, “ლაივ-სტრიმები“. საიტს აქვს ძალიან მარტივი ვიზუალი და გამოსაყენებლად ძალიან კომფორტულია. შეგიძლიათ, შექმნათ საკუთარი ანგარიში და მოძებნოთ თქვენი დონის მოთამაშეები ყოველგვარი სირთულეების გარეშე.

ორივე პლატფორმა Chess.com და Lichess გთავაზობთ თამაშის ანალიზსა და შეფასებას Stockfish პროგრამის მეშვეობით. ის სწრაფად აანალიზებს პოზიციებს და აფასებს, რომელი მხარე ფლობს უპირატესობას. Lichess-ი სწორედ ამ პროგრამის საშუალებით, თამაშის ბოლოს გრაფებს აქვეყნებს, სადაც შესაძლებელია თითოეული სვლის ანალიზი – რამდენით გაზარდა ერთმა კონკრეტულმა მოძრაობამ თქვენი მოგების ან წაგების შანსი.

Lichess-ის კიდევ ერთ უპირატესობად ითვლება მისი აპლიკაციის ფორმატი, რეკლამებისა და გადასახადების გარეშე. ის არაკომერციულია და შექმნილია შემოწირულობების საშუალებით.

The Game Room

Board Game Arena (Desktop, mobile web)

Board Game Arena-ს აქვს თითქმის ყველა ცნობილი მაგიდის თამაშის ონლაინვერსია, რომელზეც თქვენ ოდესმე გიფიქრიათ. სხვა საჭადრაკო საიტებისგან განსხვავებით, აქ ნაკლებად კონკურენტული გარემოა. არ არსებობს საათი, გაქვთ ულიმიტო დრო, სანამ ავტომატურად არ წააგებთ. თუ ჭადრაკმა დაგღალათ, სცადეთ ნებისმიერი დანარჩენი 285 თამაშიდან.

ზოგიერთი თამაში მოითხოვს თანხის გადახდას, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ჭადრაკი, უფასოა. საიტის მობილური „აპი“ არ არსებობს, თუმცა ჭადრაკი მობილური ბრაუზერიდანაც შესანიშნავად შეგიძლიათ, ითამაშოთ.

The Chess Club

SocialChess (iOS, Android)

SocialChess (ხელმისაწვდომია iOS– სა და Android– ისთვის) კარგი ვარიანტია მცირე რაოდენობის საზოგადოებაში ჭადრაკის სათამაშოდ.

განსხვავებით მრავალი მობილური აპლიკაციისგან, SocialChess რეკლამებისა და უსიამოვნო 3D თამაშების გარეშეა. თამაშის შერჩევის მექანიზმი ასეთია: თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ თამაში თქვენი მოთხოვნების მიხედვით – დააწესოთ სიჩქარე, დრო, გრაფები და აირჩიოთ მოწინააღმდეგე შესაძლებლობების მიხედვით. ასევე ხდება თამაშის ვიზუალური ეფექტების არჩევა. წელიწადში 10 დოლარად შეგიძლიათ, მიიღოთ დამატებითი ფუნქციები აპლიკაციისთვის, რომელიც თამაშს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

The Chaos Muppet

Really Bad Chess (iOS, Android)

Really Bad Chess-ის მობილური აპლიკაცია უცნაურ პარამეტრებს გვთავაზობს: თამაშის დაწყება შესაძლებელია თქვენ მიერ არჩეული პერსონაჟებით – ექვსი დედოფლით, ან რაინდებით.

ეს გახლავთ უფასო აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც iOS-ისთვის, ასევე Android- ისთვის. აპლიკაციაში ფრე არ არსებობს, თამაშის წესები არასტანდარტულია და ამიტომაც ის ნაკლებად სერიოზულად აღიქმება. თუმცა, რა თქმა უნდა, მას აქვს თავისი უპირატესობები – მოთამაშეს შეუძლია, თვითონ დააწესოს თამაშის წესები და იყოს უკონკურენტოც კი.

The Trainer

Shredder Chess (Desktop, iOS, Android)              

Shredder Chess-ი არის მარტივი სავარჯიშო აპლიკაცია, რომელიც „პაზლების“ საშუალებითა და ზედმეტი აღწერილობითი ტექსტების გარეშე, ჭადრაკის თამაშს ძალზედ სასიამოვნოს ხდის.

4$-ის გადახდის შემთხვევაში, თქვენ გეძლევათ საშუალება, ითამაშოთ 1000 „პაზლი“. უფასო ვერსია კი – 100 ცალს გთავაზობთ. აპლიკაციის სრული ვერსიის ღირებულება ანდროიდზე 3.50$-ია და მისთვის უფასო ვერსია არ არის. ფასიანი აპლიკაციის ფორმატები ეხმარება ძლიერ მოთამაშეებს, გახდნენ გროსმაისტერები.

The Scholar

Learn Chess With Dr. Wolf (iOS, Android)

ჭადრაკის კიდევ ერთი აპლიკაცია გთავაზობთ, ისწავლოთ თამაში დოქტორ უოლფთან ერთად, რომელიც თამაშის პროცესში გაგიკვალავთ გზას და მოგცემთ სწორ მიმართულებას. 3 სრულყოფილი თამაშის შემდეგ, აპლიკაცია დარეგისტრირებას მოგთხოვთ; თვიურად მისი ღირებულება 5$-ია ან წელიწადში 35$.

The Champion

Magnus Trainer (iOS, Android)

Magnus Trainer-ი შედარებით ძვირიანი აპლიკაციაა – 8$ თვიურად, 75$ წლიურად ან 300$ ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში. თქვენი ჭადრაკის თამაშს ამ შემთხვევაში, უძღვება მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს ტრეინერი. ის სწრაფი ვიდეოს საშუალებით, გამოჩნდება თამაშის დროს და მოგცემთ დავალებებს. პროგრამა ნამდვილად უნიკალურია, რადგან მისი მეშვეობით, თქვენ პრაქტიკაში სწავლობთ პროფესიონალის მითითებების მიხედვით. ეს გააუმჯობესებს უნარებს, რომლებიც დაგეხმარებათ, უფრო ადვილად დაეუფლოთ ჭადრაკს. აპლიკაციის თავდაპირველი ფორმატი უფასოა, რადგან მომხმარებელი უკეთ გაერკვეს ჭადრაკის სპეციფიკაში.

მასალა მოამზადა მარიამ ტაბაღუამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

როგორ გავექცეთ სოციალურ ქსელებს – რა უნდა ვიცოდეთ მეტი პროდუქტიულობისათვის

ანდროიდ სმარტფონებზე SMS-ის გაგზავნის დაგეგმვას შეძლებთ