in ,

„ნეტფლიქსის“ დაფინანსება – ტოკიოს ანიმეს სკოლაში სწავლის მსურველთათვის

„ნეტფლიქსი“ ანიმეს მოყვარულებსა და შესწავლის მსურველებს საოცარ შესაძლებლობას აძლევს – მათ გადაწყვიტეს, ტოკიოს სკოლაში, Sasayuri Video Training Institute-ში, 10 სტუდენტის სწავლის საფასური სრულად დააფინანსონ.

გარდა იმისა, რომ 6-თვიან პროგრამას კონკურსში გამარჯვებულებს სრულად დაუფინანსებენ, Netflix-ი მათ საცხოვრებელი ხარჯების დაფარვაშიც მიეხმარება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ასაკი – 18-25 წელი;
  • სკოლის ატესტატი;
  • სასურველია, ცხოვრობდეს იაპონიაში;
  • აუცილებელი არ არის იაპონურის სრულყოფილად ცოდნა – სასაუბრო დონეც საკმარისია;

დაფინანსების მსურველთათვის პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 თებერვალია. აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ WIT Animator Academy-ის ვებგვერდს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

დაცულია თუ არა თქვენი უსაფრთხოება Clubhouse-ში? – უსაფრთხოების ექსპერტის შეფასება

WhatsApp-ი დაუმორჩილებელ მომხმარებლებს ანგარიშების შეზღუდვით ემუქრება