in ,

როგორ გავექცეთ სოციალურ ქსელებს – რა უნდა ვიცოდეთ მეტი პროდუქტიულობისათვის

არავისთვის სიახლე არ არის, რომ სოციალურმა მედიამ შესაძლოა დამოკიდებულება გააჩინოს. თუკი მსგავსი პრობლემას თქვენც უჩივით და ხვდებით, რომ მისი კონტროლი გიჭირთ, მაშინ ეს სტატია მეტი პროდუქტიულობისათვის სასარგებლო იქნება.

გთავაზობთ სოციალური ქსელებისგან თავის დაღწევის სამ გამორჩეულ ინსტრუმენტს, რომელიც, ასევე, სხვა ნებისმიერი ვებ-გვერდისა თუ აპლიკაციის დაბლოკვაშიც დაგეხმარებათ.

Freedom (აპლიკაცია)

Freedom სოციალური ქსელების დასაბლოკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. მისი გამოყენება შეგიძლიათ სმარტფონებზე, ტაბლეტებსა და კომპიუტერებზე. აპლიკაცია Freedom ადაპტირებულია Windows-ზე, Android-ზე, Mac/iOS-სა და Chrome-ze.

ეს აპლიკაცია მომხმარებლებს მაქსიმალურად ერგება. საშუალებას გაძლევთ, თქვენ თვითონ აირჩიოთ კონკრეტული საიტები, რომელთა დაბლოკვაც გსურთ ან მთლიანად ინტერნეტი დაბლოკოთ მოწყობილობაში.

აპლიკაცია ასევე საშუალებას გაძლევთ, მეტი პროდუქტიულობისათვის დაგეგმოთ და განსაზღვროთ წინასწარ კონკრეტული დრო კონკრეტული საიტების გამოსაყენებლად ან აღნიშნოთ, თუ რამდენ დროს გაატარებთ ამა თუ იმ საიტზე.

Freedom-ის პირველი შვიდი სესიის გამოყენება უფასოა.

StayFocused (ბრაუზერი)

StayFocused არის უფასო პროგრამა, რომელიც ბრაუზერზე მუშაობს. ის კონკრეტულ ვებ-გვერდებზე გატარებული დროის რაოდენობას აკონტროლებს. ამჟამად, ის მხოლოდ Google Chrome-ზე არის ხელმისაწვდომი.

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი კონკრეტულ საიტზე დაყოვნების ლიმიტს მიაღწევს, პროგრამა მასზე წვდომას შეგიზღუდავთ.

StayFocused-ს ასევე აქვს მკაცრი ფუნქცია „Nuclear Option“, რომელიც თქვენ მიერ დაყენებული შეზღუდვების ანულირების პრევენციას ახდენს.

პროგრამის შესაძლებლობები ვებ-გვერდების ბლოკირების მხრივ საკმაოდ შთამბეჭდავია.

RescueTime (აპლიკაცია და ბრაუზერი)

RescueTime არის აპლიკაცია და ბრაუზერის პროგრამა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში აკონტროლებს ამა თუ იმ ვებ-გვერდზე, დოკუმენტებში თუ სხვა პროგრამებში გატარებულ დროს.

პროგრამა ხელმისაწვდომია Windows-ზე, Android-ზე, Mac/iOS-ზე, Chrome-ზე, Linux-ზე, Firefox-სა და Brave-ზე.

RescueTime არამხოლოდ ბლოკავს კონკრეტულ ვებ-გვერდებს გარკვეული დროის განმავლობაში, არამედ ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სხვა ინსტრუმენტებიც გამოიყენონ, როგორებიცაა მიზნების დასახვის სავარჯიშოები, პერსონალური ანგარიშები და პროდუქტიულობის გამოწვევების კურსები.

RescueTime პირველი 14 დღის განმავლობაში უფასოა, რომლის შემდეგაც პროგრამის გამოწერა მოგიწევთ.

წყარო: businessinsider.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Zoom-ის სიახლე – ავტომატური სუბტიტრების დამატების ფუნქცია უფასო ხდება

8 საჭადრაკო აპლიკაცია დამწყებთა და გროსმაისტერებისათვის