in , ,

მობილური აპლიკაციები, რომლებიც ფეხით სეირნობას უფრო საინტერესოს გახდის

ახლა ისე, როგორც არასდროს, აუცილებელი და მნიშვნელოვანია ყოველდღიური ფეხით სიარულითა და მცირე ფიზიკური დატვირთვით დაკავდეთ. ამის გაკეთება კი, პანდემიის გათვალისწინებით, ხშირად მარტო გვიწევს, რაც პროცესს მოსაბეზრებელს ხდის.

ბევრი თქვენგანი, ალბათ, ერთი და იმავე მარშრუტის გავლითა და გარემოს ცქერით დაიღალა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ აპლიკაციებს, რომლებიც რუტინად ქცეულ სასეირნო მარშრუტებს გაგიმრავალფეროვნებთ.

ახალი მარშრუტი იპოვეთ

AllTrails საკმაოდ პოპულარული აპლიკაციაა ფეხით სიარულის მოყვარულთათვის. ის არაჩვეულებრივი საშუალებაა ახლომახლო არსებული ისეთი პარკებისა და ადგილების აღმოჩენისთვის, რომლებზეც აქამდე წარმოდგენა არ გქონიათ.

Footpath-იც ახალი გზის აღმოჩენაში დაგეხმარებათ. აპლიკაციის რუკის გამოყენებით შეძლებთ, იპოვოთ თქვენთვის სასურველი სხვადასხვა ახალი მარშრუტი. ის დეტალურ ინფორმაციას იძლევა  მიმართულებებზე, რომლებსაც აპლიკაცია გთავაზობთ.

აპლიკაციას აქვს როგორც უფასო და ისე ფასიანი გეგმა. ის ამჟამად მხოლოდ iPhone-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.

გახადეთ ის გააზრებული

ალბათ, ყველას გვსმენია, მედიტაცია როგორი სასარგებლო და სასურველი აქტივობაა ადამიანის ცხოვრებაში, თუ რამდენი უპირატესობები მოეპოვება მას.

მედიტაციური სეირნობისთვის ორი აპლიკაცია გამოგადგებათ: Calm და Headspace. მედიტაციები, რომლებსაც Headspace გთავაზობთ უფრო კონკრეტული გარემოებებისთვის არის გათვლილი. თითოეული აპლიკაციის ღირებულება, წლიურად, 69 დოლარია.

მოძებნეთ ის, რასაც სეირნობისას მოუსმენთ

NPR’s Short Wave არის სწრაფი, 10-წუთიანი ეპიზოდი კვირის ნებისმიერი დღისთვის. Gamertag Radio სეირნობისას თავის გართობისა და დაკავების საკმაოდ კარგი საშუალებაა. Libby app-ით შეძლებთ ადგილობრივი ბიბლიოთეკის აუდიო წიგნებს მოუსმინოთ და სეირნობა ორმაგად სასარგებლო გახადოთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოუსმინოთ საუბრებს Clubhouse-ზე.

თამაშის ელემენტები შესძინეთ

ეს მუშაობს როგორც ბავშვებზე, ისე უფროსებზეც. MapMyRun-ისა და Strava-ს დამსახურებით სეირნობისას პასუხისმგებლობისა და მიღწევის გრძნობით აღიჭურვებით, სახლში დაბრუნებულები კი „დასრულება“ ღილაკს დააწვებით.

Seek app მობილურის კამერას იყენებს, რათა მცენარეები, ჩიტები და ფაუნის სხვა წარმომადგენლები ამოიცნოს.

Pokémon Go თქვენს სეირნობას უფრო საინტერესოს გახდის. აპლიკაცია მოტყუების გზით “გაიძულებთ” გარეთ გახვიდეთ სასეირნოდ და რეალურ სამყაროში AR პერსონაჟები აღმოაჩინოთ.

წყარო: theverge.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ინფლუენსერ მარკეტინგის 2021 წლის საუკეთესო ციფრული პროგრამები

მეცნიერებმა ადამიანის ევოლუციის მოულოდნელი თავისებურება აღმოაჩინეს