in , ,

იმპოსტერის სინდრომი, რომლისგან განკურნებაშიც Clubhouse-ი ეხმარება – აპლიკაციის ორი მხარე

სტატიის ავტორი და გამომთვლელი ბიოლოგი ბრენდონ ოგბუნუ Clubhouse-ის შესახებ საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.  

აპლიკაციის მუშაობის სტილი

აპლიკაცია Clubhouse-ის მომხმარებლებს ურთიერთობა აქვთ ე.წ. ოთახებში (Rooms). თითოეული ოთახი არის ერთგვარი სცენა, სადაც ადამიანი საუბრობს და აუდიტორია უსმენს.

აუდიტორიის წევრებს ხელი აწევით შეუძლიათ „სცენაზე“ აღმოჩნდნენ. ოთახები იღება და იმართება მოდერატორების მიერ, რომლებიც სცენის მოწყობასა და საუბრის წარმართვაზე არიან პასუხისმგებლები.

Clubhouse-ის ტენდენციური ოთახები

ხშირად, სცენას ბიოტექნოლოგიური კომპანიები იკავებენ. ეს სტარტაპის  მფლობელები თავდაჯერებულად საუბრობენ საკითხებზე, რომლებიც ან მცდარია, ან ემყარება ტექნოლოგიებს, რომელთა ლოგიკური ხარვეზებიც ძალიან დიდია.

ბიოტექნოლოგიის სფერო ბოდვის ერთადერთი არენა არ არის.

შარლატანიზმი ძალიან ბევრ ოთახშია, განსაკუთრებით იქ, სადაც Covid-სა და ვაქცინებზეა საუბარი.

არიან ადამიანები, რომლებსაც საფუძვლიანი კითხვები აქვთ ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით; ასევე არიან სკეპტიკოსები, რომლებიც ინტერნეტში ნაპოვნ ახსნებში დაიკარგნენ; ადამიანების, რომლებიც აქტიურად ესხმიან თავს სამედიცინო და მეცნიერულ ცოდნას და მათ მიმწოდებლებს; „გენეტიკოსები,“ რომლებიც თეთრ სუპრემისტებს ამართლებენ და „კვანტური ექსპერტები“, რომლებიც უცხოპლანეტელთა ინტელექტზე საუბრობენ და „მეცნიერები“, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დაბერება განსაკუთრებული დაავადებაა, რომელსაც კორონავირუსით გარდაცვალებას ადარებენ.

აპლიკაციის მედალოსანი სფეროები

ოქროს მედლის მფლობელი სფერო, ამ ყოველივეში, კი არის ფინანსური საკონსულტაციო განყოფილება, სადაც „გენიოსი“ ანტერპრენერები მსმენელებს მილიონი დოლარის მისაზიდ ხერხების სწავლებას ჰპირდებიან. სცენაზე გამოსვლის სანაცვლოდ კი მონაწილეებს, ხშირად, თანხის გადახდას სთხოვენ.

Clubhouse-ის გაცნობის სამყარო იქნება ვერცხლის მედალოსანი ბოდვაში. აქ, რჩევის მიღება ცნობილი ადამიანებისგან ე.წ. სელებრითებისგან არის შესაძლებელი.  

სიაში შემდეგი არის საუბრები რასაზე, სადაც ჯგუფები საკუთარ მდგომარეობას ერთმანეთს ადარებენ და აფასებენ. იგივე ნარატივისა და აზრის მატარებელია ოთახები პოლიტიკასა და სპორტზე.

იმპოსტერის სინდრომის დაძლევა და აპლიკაციის პოზიტიური მხარე

სტატიის ავტორი ბრენდონ ოგბუნუ აღნიშნავს, რომ Clubhouse-ში გატარებულმა დრომ, ის გაცილებით თავდაჯერებული გახადა საკუთარ იდეებში.

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, აპლიკაციას ბევრი პოზიტიური მხარე აქვს. ერთ-ერთი ასეთი არის საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანება, სადაც ადამიანების აღმოაჩენენ რომ ისინი მარტო არ არიან და სხვებიც ინტერესდებიან ისეთი თემებით როგორებიცაა: “Anime Club“, “Kung Fu Club” და “Denim Lovers Club”.

აპლიკაცია ასევე აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ფერადკანიანი საზოგადოების პირობების გაუმჯობესებაში, აზიელი ამერიკელების ანტი-ძალადობრივ აქტივიზმსა და ზოგადად, ძალადობის შემცირებაში.

მსგავსი კავშირები სხვა სოციალურ ქსელებში არ გვხვდება.

Clubhouse-ში იბადება სივრცეები, რომლებიც ახალი იდეებითა და ცნობისმოყვარე ადამიანებით არის სავსე.

წყარო: wired.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რა განსხვავებაა IELTS-ისა და TOEFL-ის გამოცდებს შორის?

როგორ იგეგმება NASA-ს Perseverance-ის მარსზე მარშრუტი – დედამიწიდან?