დამეთანხმებით, რომ ხშირად ჩვენი წინაპრების ფოტოების დათვალიერებისას, გონებაში გვიცდია ფოტოს გადაღების დროისა და სივრცის წარმოდგენა, დიდი ბაბუებისა თუ ბებიების სახეების წარმოსახვა და მათი შეყვარება.
თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიების დახმარებით ამის საშუალებასაც გვაძლევს.
როგორ მუშაობს ტექნოლოგია
myheritage.com -ზე შესვლისთანავე დაინახავთ წარწერას: „აღმოაჩინე შენი ოჯახის ისტორია, გაზარდე შენი ოჯახის ხე, იპოვე ახალი ნათესავები და გამოიკვლიე უამრავი ისტორიული ჩანაწერი..“
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, დღესდღეობით, ცოტა თუ ფლობს საკუთარი წარმომავლობის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას. მითუმეტეს, მაშინ როცა, ნათესაური კავშირები უფრო და უფრო ვიწროვდება.
ინტერნეტ პლატფორმა გაძლევთ შესაძლებლობას ატვირთოთ ნებისმიერი ძველი ფოტო და ის ეცდება თქვენი წარმოსახვა უფრო რეალური და, ასე ვთქვათ, ხელშესახები გახდეს. ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ საკუთარი ოჯახის წევრების მონაცემები, რისი მიხედვითაც ვებგვერდი გენეოლოგიური შტოების იდენტიფიცირებას ახდენს. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემის მიხედვით კი „დნმ“ ანალიზსაც გააკეთებს – ნათესაური კავშირების დასადგენად.
იხილეთ ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო.
Loading…