in

2021 წლის საუკეთესო სატელევიზიო შოუები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს

მიმდინარე წელი სავსეა ამაღელვებელი, საინტერესო და მრავალფეროვანი სატელევიზიო შოუებით.

WandaVision-მა 15 იანვარს წელი წარმატებით გახსნა Disney Plus-ზე. Netflix-ზე კი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს Bridgerton-მა და Lupin-მა. Amazon-მა დიდი იმედები დაამყარა Lord of the Rings-ის სატელევიზიო შოუზე. Apple-ს კი აქვს მზა პროდუქტი Foundation, რომელიც საჩვენებლად უკვე მზად არის.

ამ სტატიაში გთავაზობთ 2021 წლის რამდენიმე გამორჩეულ და საყურადღებო სატელევიზიო შოუს.

Stranger Things season 4 (Netflix)

თერთმეტი და მისი მეგობრები Netflix-ზე მე-4 სეზონით დაბრუნდნენ. 80-იანების სტილში გადაღებული ფენტეზი ცივ ომს თავდაყირა აყენებს.

The Witcher season 2 (Netflix)

2021 წელს ფენტეზი ჟანრის შოუ The Witcher-იც ბრუნდება Netflix-ზე მეორე სეზონით.

Atlanta season 3 (FX)

Donald Glover-ის სატელევიზიო შოუ იმედისმომცემი რეპერის შესახებ მე-3 სეზონით გრძელდება.

Ozark season 4 (Netflix)

ჯილდოს მფლობელი კრიმინალური საგა დასკვნითი სეზონით წელს სრულდება.

Insecure season 5 (HBO)

მეხუთე სეზონით სრულდება ისი რეის ჭკვიანური და გულწრფელი კომედიური დრამა.

The Morning Show (Apple TV Plus)

ჯენიფერ ენისტონმა და რიზ უიზერსპუნმა ამ შოუთი თავინათი წვლილი შეიტანეს #MeToo მოძრაობაში. The Morning Show-ს მეორე სეზონი 2021 წელს გამოდის.

Succession season 3 (HBO)

Succession-ის მე-3 სეზონი ყველაზე მანკიერ და მომხიბლავ ოჯახურ შუღლში გვაბრუნებს.

The Lady and the Dale (HBO)

ეს არის HBO-ს დოკუმენტური სატელევიზიო სერიები ლიზ კარმაიკლის ნამდვილი ისტორია, რომელიც 1070-იან წლებში რევოლუციურ ახალ მანქანაზე დებდა პირობას, სანამ მის სქემებს ბორბლები მოძვრებოდა…

Resident Alien (Syfy)

ეს არის კომქსზე დაყრდნობით შექმნილი კომედია, სადაც Firefly’s Alan Tudyk არის ვიზიტორი სხვა პლანეტიდან, რომელიც მკვლელობაში გარეული აღმოჩნდება.

The Snoopy Show (Apple TV Plus)

Snoopy ახალ შოუში, საკულტო მულტფილმის Peanuts 70 წლის თავზე, ბრუნდება.

The Equalizer (CBS)

ქუინ ლატიფა დენზელ უოშინგტონსა და ედუარდ ვუდვორდს ცვლის სუპერაგენტის როლში.

Clarice (CBS)

ეს ცნობილი ფილმის This Silence of the Lambs-ის გაგრძელებაა, რომელიც ჯიუტი აგენტის ცხოვრებას გვიჩვენებს.

Young Rock (NBC)

ეს კომედიური ჟანრის სიტკომი ახალგაზრდა დუეინ ჯონსონის, „The Rock“-ის ცხოვრებაზეა.

Punky Brewster (Peacock)

Punky Brewsterსოლეილ მუნ ფრაი 80-იანების გმირი ქალის შესახებ მოგვითხრობს.

Superman and Lois (The CW)

სუპერმენი და ლოის ლეინი ახალი თავგადასავლების შედეგად რკინის კაცი თავის ტოლს ხვდება.

The Falcon and the Winter Soldier (Disney Plus)

ეს Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს ეპიზოდური spinof-ია.

Shadow and Bone (Netflix)

Shadow and Bone ფენტეზის ჟანრის ახალი სერიებია, რომელიც ლი ბარდუგოს რომანებზე დაყრდნობით არის შექმნილი.

Lord of the Rings (Amazon Prime Video)

Amazon-ის ამ სერიებში მოვლენები, ტოლკინის კლასიკური ფანტასტიკური ჟანრის წიგნში მოთხრობილ მოვლენებამდე, ათასობით წლით ადრე ვითარდება.

Loki (Disney Plus)

ტომ ჰიდლსტონი Marvel-ის ამ სერიებში მავნე ღმერთის ლოკის როლშია.

Hawkeye (Disney Plus)

ეს Marvel-ის კიდევ ერთი ეპიზოდური თავგადასავალია.

Foundation (Apple TV Plus)

სატელევიზიო შოუ Chernobyl-ის ვარსკვლავი ჯარედ ჰარისს უჭირავს წამყვანი როლი ისააკ ასიმოვის ამ სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრში.

The Wheel of Time (Amazon)

ეს სატელევიზიო შოუ არის სამეფოზე, რომელშიც ერთდროულად დედამიწის წარსულს, ახლანდელ დროსა და მომავალს წარმოადგენს. ქალი მებრძოლები აღორძინებულ დრაკონს, ბნელ ძალებთან შესაბრძოლებლად იცავენ.

Invincible (Amazon Prime Video)

მრავალწლიანი კომიქსი სუპერგმირზე The Walking Dead-ის შემქმნელებს ეკუთნვნის.

The Old Man (FX on Hulu)

ეს სატელევიზიო შოუ ჯეფ ბრიჯესზე, ყოფილი ჯაშუშზეა, რომელსაც წარსული პროფესია გამუდმებით უკან იზიდავს.

Women of the Movement (ABC)

სამოქალაქო უფლებები აქტივისტი მემი ტილ-მობლი ცვლილებების ინიცირებით გამოვიდა, მას შემდეგ რაც მისი 14 წლის ვაჟი ლინჩის კანონით გაასამართლეს.

Nine Perfect Strangers (Hulu)

ეს არის დეტექტიური რომანზე დაყრდნობით გადაღებული სატელევიზიო შოუ ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით.

Station Eleven (HBO Max)

ემილი ჯონ მანდელის 2014 წლის რომანის სატელევიზიო ადაპტაცია.

Gossip Girl (HBO Max)

ცნობილი სერიალი Gossip Girl HBO-ს ეკრანებზე ახალი მსახიობებით ბრუნდება.

წყარო: cnet.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

როგორ იგეგმება NASA-ს Perseverance-ის მარსზე მარშრუტი – დედამიწიდან?

ჩვენი წინაპრების ფოტოები

როგორ „გავაცოცხლოთ“, აპლიკაციის საშუალებით, ჩვენი წინაპრების ფოტოები