in ,

108 მეგაპიქსელიანი კამერა – კიდევ რა სიახლეებს შემოგვთავაზებს Xiaomi Redmi Note 10?

ახალი Xiaomi Redmi Note 10 -ის პრეზენტაცია 4 მარტსაა დაგეგმილი. მანამდე კი ინტერნეტსივრცეში აქტიურად საუბრობენ მის საუცხოო მახასიათებლებზე.

აღსანიშნავია, რომ შიაომის სერია გამოირჩევა მძლავრი ელემენტითა და ხარისხთან შესაფერისი დაბალი საფასურით.

Xiaomi Redmi Note 10 აღჭურვილია იქნება 5 000 მილიამპერიანი ელემენტით, რომელიც სმარტფონის ხანგრძლივ სამუშაო პროცესს გპირდებათ. მართალია, გვახსოვს 6 ათას მილიამპერიანი ელემენტებიც, თუმცა, მათგან განსხვავებით, „ნოუთ 10“ სწრაფი დამუხტვის ფუნქციას შემოგვთავაზებს.

მომხმარებლები, ასევე, Xiaomi-ს ახალი სმარტფონების კამერის ხარისხსაც აქტიურად განიხილავენ. გარდა 108 მეგაპიქსელისა, მას 5-მეგაპიქსელიანი სუპერ მაკრო მხარდაჭერაც ექნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ბათუმის სტადიონი მსოფლიოს 10 საუკეთესო სტადიონს შორის დასახელდა – პირველი პრიზის მოგების პერსპექტივით

გაჯეტების მაღაზია, რომელიც იმ სურვილებსაც კი ითვალისწინებს – ჯერ რომ არ დაგბადებიათ