in ,

Xiaomi-ის ახალი სმარტფონი – უსასრულო ეკრანის განცდა

Xiaomi-მ უახლესი სმარტფონის კონცეფცია დააანონსა. ახალი მოდელის არამხოლოდ გვერდებს, ზედა და ქვედა მხარეებსაც დაფარავს 88-გრადუსიანი „ჩარჩქერისებრი“ ეკრანი.

კომპანიის მიზანი იყო, „ეკრანის ლიმიტები უსასრულობამდე გაეფართოვებინათ“.

ტელეფონის კუთხეებს რაც შეეხება, რეკლამიდან ნათლად ჩანს, რომ  Xiaomi-ის ახალი მოდელის ეს ნაწილი უბრალოდ ცარიელი იქნება, რაც უსასრულობის კონცეფციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

Xiaomi თავისი ახალი და განსხვავებული სმარტფონის, Mi 11 flasgship-ის გლობალური ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციას 8 თებერვალს გაასაჯაროებს.

წყარო: Theverge.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Instagram-მა ასობით ანგარიში დაბლოკა

მსოფლიოს გიგანტური აკუმულატორი ავსტრალიაში შენდება