უძველესი რომაული ქალაქის, პომპეის მახლობლად, არქეოლოგებმა ცერემონიალური ეტლი აღმოაჩინეს. ოთხბორბლიანი ეტლი საჯინიბოსთან ახლოს ნახეს, სადაც ჯერ კიდევ 2018 წელს სამი ცხენი აღმოაჩინეს.
ექსპერტებს სჯერათ, რომ ის, დიდი ალბათობით, ღონისძიებებსა და აღლუმებზე გამოიყენებოდა. აღმოჩენა კი აღწერილ იქნა, როგორც „განსაკუთრებული“ და „შესანიშნავ მდგომარეობაში შენახული“.
ჩვ.წ.-მდე 79 წელს ვულკანის ამონაფრქვევით მოცული პომპეი, ნამდვილ არქეოლოგიურ საგანძურს წარმოადგენს.
არქეოლოგების თქმით, ეტლის უსაფრთხოდ გათავისუფლების მცდელობას რამდენიმე კვირა დასჭირდა მას შემდეგ, რაც ის პირველად, 7 იანვარს აღმოაჩინეს.
წყარო: bbc.com
Loading…