in

იტალიის სახელმწიფო სტიპენდიები 2021-2022 წლისათვის – ფაკულტეტები და დეტალები

იტალია ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყანაა ევროპაში, სადაც შესაძლებელია სწავლის სრული დაფინანსების მოპოვება. იტალიის სახელმწიფოს გრანტები განკუთვნილია ნებისმიერი ეროვნების სტუდენტისთვის მთელი მსოფლიოდან.

ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო თანამეგობრობა, კულტურული და ეკონომიკური პოპულარიზაციისა და ინოვაციების მიმართულებით გაძლევთ იტალიაში სამაგისტრო პროგრამაზე უფასოდ სწავლის შესაძლებლობას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროგრამა ფაკულტეტების ფართო არჩევანს გთავაზობთ. ყველაზე მიმზიდველი კი სავალდებულო სტაჟირებებია, რომელთა გავლაც სტუდენტებს შერჩეულ იტალიურ კომპანიებში მოუწევთ. კომპანიები 2021-2022 წლის სასტიპენდიო ინიციატივის პარტნიორები არიან.

ასე რომ, იტალიის ტოპ-უნივერისიტეტები სტუდენტების მისაღებად ემზადებიან. პროგრამის ხანგრძლივობა 1 წელიწადია და ის სრულად ფინანსდება. ყველა განმცხადებელს, რომელსაც აქვს აკადემიური გამოცდილება, შეუძლია მოიპოვოს სტიპენდია. რაც შეეხება ანაზღაურებას – სტუდენტი ყოველთვიურად მიიღებს 900€-ს.

კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ:

კურსების არჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ უნივერსიტეტში მოიპოვებთ დაფინანსებას.

– ინჟინერია
– მოწინავე ტექნოლოგიები
– არქიტექტურა
– დიზაინი
– ეკონომიკა და მენეჯმენტი

მიღების კრიტერიუმები:

– განმცხადებლები უნდა იყვნენ დაბადებულნი 1995 წლის 1 იანვარს ან შემდეგ;
– კანდიდატებმა ინგლისურ ენაში ცოდნის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინონ ინგლისური ენის სერტიფიკატი;
– განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის დიპლომი;
– თუ ბაკალავრის დიპლომი ინგლისურ ენაზეა, IELTS / TOEFL- ის წარდგენა საჭირო არ არის.

როგორ შევავსოთ განაცხადი:

იტალიის სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებლად სააპლიკაციო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. განაცხადის წარსადგენად ეწვიეთ იტალიის მთავრობის 2021 წლის სტიპენდიების ოფიციალურ ვებგვერდს.

ამავე თემაზე:
2021 წლის სრულად დაფინანსებული 2000 სტიპენდია საერთაშორისო სტუდენტებისთვის
2021 წლის სრულად დაფინანსებული პროგრამები და სტიპენდიები კანადაში
საფრანგეთის ტოპ 10 სასტიპენდიო პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებისთვის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
ბიკო ვარშანიძე

ბიკო ვარშანიძე სააგენტო JWT Metro-ს გუნდს შეუერთდა

„პლაცებოს ეფექტი“ შეიძლება ისეთივე ძლიერი იყოს, როგორიც ფსიქოდელიური ნივთიერებები