ბათუმის საფეხბურთო სტადიონი „2020 წლის სტადიონის“ კონკურსში მაღალი სარეიტინგო ქულებით 10 ფინალისტს შორის მოხვდა.
ასეთი იყო არქიტექტურის ოთხი ექსპერტისგან (აშშ-ის, გერმანიის, იტალიისა და საბერძნეთის წარმომადგენლები) შემდგარი ჟიურის ვერდიქტი. 1 მარტს მათ გამოავლინეს 10 ფინალისტი, ხოლო 10 მარტს შევიტყობთ, რომელი სტადიონია ყველაზე შთამბეჭდავი. – წერს მიხალ კარაში.
მიხალ კარაში – StadiumDB.com-ის მთავარი რედაქტორი
2020 წლის საუკეთესო საფეხბურთო სტადიონის გამოსავლენად საკონკურსო ჟიურიმ 2020 წელს 20 კანდიდატი შეარჩია. როგორც ორიგინალური არქიტექტურით, ისე მაყურებელთა რაოდენობით ბათუმის სტადიონი კონკურენციას უწევდა დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, თურქეთის, ისრაელის, შვეიცარიის, ავსტრალიის, იაპონიისა, ჩილესა და ყატარის საუკეთესო არენებს.
ბათუმის ახალი, UEFA-ს IV კატეგორიის, საფეხბურთო სტადიონი, შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, გაიხსნა საზეიმო ვითარებაში. სტადიონზე, რომელიც 2 წელიწადი შენდებოდა. მშენებლობას ბიუჯეტიდან თითქმის 145 მილიონი ლარი მოხმარდა.
Loading…