in ,

როცა რობოტი სპექტაკლს დგამს – ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი რეჟისორებს?

The Czech Centre London-მა დიდი ბრიტანეთის საზოგადოებას ინოვაციური პროექტი წარუდგინა, სახელწოდებით: „როცა რობოტი სპეტაკლს დგამს“, რომელიც პრაღის თეატრის დახმარებით, კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტებისა და თეატრის ექსპერტების შუამდგომლობით შეიქმნა.

სიტყვა „რობოტის“ პირველად გამოყენების აღსანიშნავად, 100 წლის თავზე, რომელიც Karel Čapek-ის ჩეხურ ნაწარმოებში „R.U.R“-ში მოიხსენიეს, დაიდგა ახალი სექტაკლი. 60-წუთიანი სპექტაკლი წარმოგვიდგენს რობოტის თვალით დანახულ ყოველდღიურ ცხოვრებას. ის ჩეხურ ენაზეა ინგლისური ტიტრებით და მოსდევს დებატები ხელოვნური ინტელექტის შესახებ – თუ რამდენად შეძლებს რობოტი თამაშსა და სხვადასხვა პროგრამირების ენის დაუფლებას. დებატები ითარგმნება ინგლისურად საერთაშორისო მსმენელთათვის.

პროექტის მიზანია ხელოვნური ინტელექტის გამოკვლევა, რამდენად არის შესაძლებელი რობოტმა შეითავსოს ადამიანის კრეატიული თვისებები და დაეუფლოს თეატრის სპეციფიკურობას.

ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, თამაშის პროცესში რობოტი არარელევანტური ქცევებით გამოირჩეოდა, რაც სპექტაკლში დიალოგის არსს არღვევდა და აზრი იკარგებოდა. მისი აზრით, სპექტაკლი მხოლოდ რაღაცის ლაპარაკი არა არის, მთავარი ემოციებია, რომელსაც მსახიობი მიმიკების საშუალებით გადმოსცემს.

ჩაანაცვლებენ თუ არა რობოტები ადამიანების მიერ შექმნილ ნაწარმოებებს და მათ წარმოდგენებს, ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ გვაქვს, მაგრამ ისინი აუცილებლად დაეხმარებიან შემოქმედებს ახლო მომავალში.

ამბობს ჩეხი ექსპერტი David Košťák-ი

მოამზადა მარიამ ტაბაღუამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

8 რჩევა, როგორ გავხდეთ ეფექტური მენეჯერი

ბათუმის სტადიონი მსოფლიოს 10 საუკეთესო სტადიონს შორის დასახელდა – პირველი პრიზის მოგების პერსპექტივით