Twitter -ზე პოპ ვარსკვლავმა გააკრიტიკა შოუს ფინალური სეზონის ეპიზოდი, სადაც პერსონაჟები Ginny Miller-ი და დედამისი Georgia ერთმანეთს ურთიერთოებების შესახებ ესაუბრებიან. შვილი დედას ეპასუხობა, რომ მას უფრო მეტი მამაკაცი ჰყოლია, ვიდრე Taylor Swift-ს.
ფრაზა გახდა დიდი კრიტიკისა და ბოიკოტის გამოცხადების საბაბიც კი პოპ ვარსკვლავის ფანების მხრიდან. მათ შოუ გააკრიტიკეს და მოგვიანებით კი Taylor Swift-იც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ეს პიზოდი ძალიან მოძველებული სექსისტური ხუმრობა იყო.
ამ ყველაფრის ფონზე, Netflix-ი კომენტარს არ აკეთებს.
Swift-ის სასიყვარულო ცხოვრება კი დიდი ხანია მედიის ყურადღებას იპყრობს. მისი პარტნიორი გახლდათ ცნობილი ჯგუფის One Direction-ის წევრი Harry Styles, მსახიობი Tom Hiddleston-ი და DJ Calvin Harris-ი. ვარსკვლავიასევე რამდენიმეწლიან ურთიერთობაში იყო ბრიტანელ მსახიობთან Joe Alwyn-თან. მათი ურთიერთობის დეტალები რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოებისა და პრესის ყურადღების ეპიცენტრში იყო.
მოამზადა მარიამ ტაბაღუამ
Loading…