in

Taylor Swift-ი Netflix show-ს სექსიზმში ადანაშაულებს

Twitter -ზე  პოპ ვარსკვლავმა გააკრიტიკა შოუს ფინალური სეზონის ეპიზოდი, სადაც პერსონაჟები Ginny Miller-ი და დედამისი Georgia ერთმანეთს ურთიერთოებების შესახებ ესაუბრებიან. შვილი დედას ეპასუხობა, რომ მას უფრო მეტი მამაკაცი ჰყოლია, ვიდრე  Taylor Swift-ს.

ფრაზა გახდა დიდი კრიტიკისა და ბოიკოტის გამოცხადების საბაბიც კი პოპ ვარსკვლავის ფანების მხრიდან. მათ შოუ გააკრიტიკეს და მოგვიანებით კი Taylor Swift-იც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ეს პიზოდი ძალიან მოძველებული სექსისტური ხუმრობა იყო.

ამ ყველაფრის ფონზე, Netflix-ი კომენტარს არ აკეთებს.

Swift-ის სასიყვარულო ცხოვრება კი დიდი ხანია მედიის ყურადღებას იპყრობს. მისი პარტნიორი გახლდათ ცნობილი ჯგუფის One Direction-ის წევრი Harry Styles, მსახიობი Tom Hiddleston-ი და DJ Calvin Harris-ი. ვარსკვლავიასევე რამდენიმეწლიან ურთიერთობაში იყო ბრიტანელ მსახიობთან Joe Alwyn-თან. მათი ურთიერთობის დეტალები რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოებისა და პრესის ყურადღების ეპიცენტრში იყო.

მოამზადა მარიამ ტაბაღუამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

არქეოლოგებმა პომპეის მახლობლად საზეიმო ეტლი აღმოაჩინეს

CNN-მა „ხარჩო“ მსოფლიოში საუკეთესო 20 წვნიანს შორის დაასახელა